ლევან ბოძაშვილი: „მოვლენები განვითარდება ისე, როგორც განვითარდა ბიტკოინის შემთხვევაში“ - რატომ უნდა შევიძინოთ “AISI coin”-ი მაინცდამაინც ახლა და რას მოგვიტანს ის მომავალში?
რამდენიმე ცენტიდან 20 000 დოლარამდე - ეს ბიტკოინის უახლესი ისტორიაა. ინტერნეტქსელში 2009 წელს  ჩაშვებულმა ელექტრონულმა ფულმა სკეპტიკურად განწყობილები იმედგაცრუებულები სულ რამდენიმე წელიწადში დატოვა. ისინი კი, ვინც  უცხო პროდუქტს ნდობა თავიდანვე გამოუცხადა, ბედმა უნებლიე მილიონრებად აქცია.

არადა, მისი გამოშვებიდან ერთ წელიწადში, ჯერ კიდევ 2010 წელს ღირებულებას 1 დოლარისთვის არ გადაუჭარბებია. უფრო კონკრეტულად კი 1 ბიტკოინი მაშინ 0,39 დოლარის ინვესტიციას ითვლიდა. მსოფლიო საზოგადოების პროგრესულად მოაზროვნე ნაწილმა ტექნოლოგიურ სიახლეში თანხის გადახდა სწორედ მაშინ გადაწყვიტა. 2017 წლის აგვისტოში  N1 კრიპტოვალუტა უკვე 3000 დოლარად იყიდებოდა. სექტემბრის დასაწყისიდან ღირებულებამ  5000 დოლარს მიაღწია, თუმცა წლის ბოლოს  მოვლენებმა მოლოდინს გადააჭარბა - 1 ბიტკოინი 20 000 დოლარი გახდა.

ასეთი ნახტომის მიუხედავად, საზოგადოების გარკვეული რაოდენობა, ექსპერტთა და ანალიტიკოსთან ნაწილი -  ბიტკოინს სანდო ვალუტად მაინც არ თვლიდა. გარკვეულ ეტაპზე, მისი ღირებულება რეალურად მართლა დაეცა, თუმცა ქვედა ნიშნული 5000 დოლარზე დაბლა მაინც არ დაწეულა. საერთო ჯამში, ბიტკოინმა მოწინავე პოზიციების შენარჩუნება მაინც მოახერხა - დღეს  მისი ღირებულება 6 720 დოლარი გახლავთ.

ადამიანების გარკვეულ ნაწილს, ბუნებრივია, ბიტკოინის შეძენის ფუფუნება უკვე აღარ აქვს. თუმცა უმრავლესობა ახლა უკვე ძველი შეცდომების თავიდან არიდებას ცდილობს და სხვა, შედარებით მცირებიუჯეტიანი კრიპტოვალუტებით ინტერესდება. მათ შორის ქართული „აისი კოინიც“ მოიაზრება, რომელიც მსოფლიო კრიპტობირჟაზე გუშინ, 20 სექტემბერს გამოჩნდა. მისი ღირებულება კი, ჯერჯერობით,  სულ რამდენიმე ცენტია.

ექსპერტები და ანალიტიკოსები საქართველოში წარმოებულ კრიპტოვალუტას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ და საზოგადოებას მის შეძენას სწორედ ახლა, მიზერულ თანხად ურჩევენ.

ლევან ბოძაშვილი, ევროკავშირის ბლოკჩეინ ექსპერტი: მოგეხსენებათ, რომ ქართველების მიერ წარმოებული კრიპტოვალუტა „AISI coin”-ი გუშინ Waves Platform DEX - ზე გავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ დაინტერესებულ პირებს მისი ყიდვა/გაყიდვა ან/და სასურველ კრიპტოვალუტაში გადაცვლა შეუძლიათ. ეს მართლაც მნიშვნელოვანი მოვლენაა - ქართული კრიპტოვალუტა, რომელიც ძალიან სერიოზული გუნდის „ლუნა გრუპის“ მიერ არის შექმნილი, უკვე საერთაშორისო არენაზეა და საერთაშორისო ბირჟაზე რეგისტრირდება.  შესაძლებელია უკვე მისი აქციების სახით შესყიდვა,  მისით ვაჭრობა, ტრანზაქციების განხორციელება. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია არა მარტო ეკონომიკური, არამედ სოციალური თვალსაზრისითაც. მხედველობაში მაქვს ის ფაქტი, რომ ქვეყანაში კრიპტოვალუტით გადახდის სისტემის დანერგვა იგეგმება. ეს კი, თავის მხრივ, ტრანზაქციების დროს საშუამავლო ხარჯების შემცირების საშუალებას იძლევა.

რაც შეეხება კონკრეტულად აისი კოინს, ვფიქრობ, ეს კრიპტობაზარზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ვალუტა იქნება, რომელიც ქვეყნისა და მოსახლეობისთვის ეკონომიკურ და სოციალურ სარგებელს მოიტანს. კოინი ახალია, მისი ღირებულება, შესაბამისად, ამ ეტაპზე დაბალია, ამიტომ ყველას ვურჩევ, რომ მასში დააბანდონ თანხა. საზოგადოებამ უნდა იაქტიუროს, მეტი ნდობა გამოიჩინოს, იმიტომ, რომ ეს აბსოლუტურად დაცული სისტემაა. როგორც ვიცით, მთელი მსოფლიო, როგორც ალტერნატიული გადახდის საშუალებაზე, პრაქტიკულად, ამ სისტემაზე გადადის. რადგან ის 90-95 პროცენტით ამცირებს, როგორც მომხმარებლის, ასევე ბიზნესის ნებისმიერ ტრანზაქციისა თუ გადახდების დროს წარმოშობილ ხარჯებს. ასე რომ, ეს არის მომავლის თემა, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაშიც რეალობაა.

- და მაინც, ბირჟაზე უამრავი კრიპტოვალუტა არსებობს. რა გამოარჩევს აისი კოინს სხვებისგან და რატომ ხართ დარწმუნებული, რომ ის აუცილებლად დაიმკვიდრებს საკუთარ ადგილს მსოფლიო არენაზე?

- მე რამდენადაც ვიცი, აისი კოინი საკმაოდ კარგი ტექნიკური პარამეტრებით გამოირჩევა და ეს  ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არ არის კრიპტოვალუტა, რომელიც  ე.წ. მაინინგის საშუალებით გამომუშავდება. ის არსებობს და მისი შეძენა ბირჟაზე უკვე შესაძლებელია. რაც უფრო ხელმისაწვდომი იქნება ის მოსახლეობისთვის, მით უფრო მეტი  ადამიანი ჩაერთვება პროცესში და მით მეტად გადაეწყობა სისტემა ახალი გადახდის მექანიზმზე, რაც, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, მოგცემს საშუალებას, დავზოგოთ ხარჯები, რომელიც უკავშირდება გადახდებს ნებისმიერ სფეროში. ამას მოჰყვება ის, რომ პროცესი თავისთავად შექმნის მოთხოვნას და ბანკებიც ნელ-ნელა გადავლენ ბლოკჩეინ ტექნოლოგიების გამოყენებაზე და ა.შ.

მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ აისი კოინს ძალიან მოკლე ხანში ექნება გაცილებით მაღალი ღირებულება. ანუ მოვლენები განვითარდება ისე, როგორც მოხდა ბიტკოინის, ეთერიუმის და სხვა პოპულარული კრიპტოვალუტების შემთხვევაში. ამიტომ ჩემი, როგორც ბლოკჩეინ სპეციალისტის რჩევა იქნება, რომ ეს ვალუტა შეიძინონ სწორედ ახლა, მანამ, სანამ ის ჯერ კიდევ ძალიან იაფია. დარწმუნებული ვარ, რამდენიმე თვეში, მას უკვე შთამბეჭდავად შეცვლილი ფასი ექნება. ის უკვე ბირჟაზეა, ჩაშვებულია წარმოებაში, ამიტომ თანდათან მისი აქციების თანხობრივი გაზრდაც  მოხდება.

- საზოგადოების გარკვეული ნაწილი ჯერ კიდევ სკეპტიკურად არის განწყობილი არა მარტო აისი კოინის, არამედ ნებისმიერი კრიპტოვალუტის მიმართ...

- შვიდი წლის წინ ადამიანების უმრავლესობამ არაფერი იცოდა ბიტკოინზე და დღეს ნანობენ, რომ ის თავის დროზე არ შეიძინეს, მაშინ, როდესაც სულ რამდენიმე ცენტი ღირდა. იგივე სიტუაციაა აისი კოინთან მიმართებაში.  ის კარგი საინვესტიციო საშუალებაა, რომელიც აუცილებლად მოგცემს შედეგს მომავალში. პირადად მე თვითონაც ვაპირებ მასში გარკვეული რაოდენობის თანხის ინვესტირებას და დარწმუნებული ვარ, საკმაოდ სარგებლიანიც იქნება ეს ჩემთვის.

გარდა ამისა, პლატფორმა, რომელზეც აისი კოინი განთავსდა, ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი ბირჟაა მსოფლიოში.

ვახსენე ტექნიკური პარამეტრებიც. აისი კოინი ბევრად უფრო სწრაფია, ვიდრე სხვა კრიპტოვალუტები. ბიტკოინს რომ შევადაროთ, მაგალითად, თუ მას რამდენიმესაათიანი და ხშირად რამდენიმედღიანი ტრანზაქციაც სჭირდება, აისი კოინისთვის ეს არის წამების ამბავი. არ სჭრიდება ლოდინი და ა.შ. ნებისმიერი ტრანზაქციის განხორციელება, ფაქტობრივად, შესაძლებელია ძალიან, ძალიან მოკლე დროში - რამდენიმე წამიდან რამდენიმე წუთამდე ინტერვალში. ის არის დაფუძნებული ახალი ბლოკჩეინტექნოლოგიებზე. ჩვენ ვიცით, რომ ბლოკჩეინტექნოლოგიებსაც აქვს გარკვეული სახის გრადაციები. არსებობს სხვადასხვა სახის, მაგალითად,  ბიტკოინის, ეთერიუმის და სხვა მოდიფიკაციების ბლოკჩეინ ტექნოლოგიები. აისი კოინი ემყარება ბოლო თაობის ბლოკჩეინსისტემას, რომელიც არის ძალიან სწრაფი ტექნიკური თვალსაზრისით. და მეორე, რაც, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია,  არის ის, რომ აისი კოინი ქართული კრიპტოვალუტაა. და სწორედ მისი დანერგვა მოხდება გადახდის სისტემებში ჩვენს ქვეყანაში, ანუ სწორედ აისი კოინით განხორციელდება ტრანზაქციები მომავალში.

გარდა ამისა, ბიტკოინი არ არის ჩვენთვის ხელმისაწვდომი, რადგან ძალიან ძვირი ღირს. სანაცვლოდ, გვაქვს აისი კოინი, რომლითაც ბევრი კარგი საქმის გაკეთებაა შესაძლებელი ჩვენი ქვეყნისთვის და რომელიც ამ ეტაპისთვის ძალიან იაფი ღირს.

ძალიან ახლო მომავალში, როდესაც ჩვენ ტრანზაქციების განხორციელებას ახალი, ალტერნატიული გზებით დავიწყებთ, იქნება ეს კომუნალური თუ ადმინისტრაციული გადასახადები და ა.შ. აისი კოინი აუცილებლად იქნება ამ სფეროში ლიდერი.

რამდენჯერმე ახსენეთ, რომ აისი კოინი, შესაძლოა, გადახდის საშუალებადაც დამკვიდრდეს. არის თუ არა სათანადო ნება სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან, თუ ეს მხოლოდ ვარაუდზეა დაფუძნებული? და კიდევ, რას ეტყვით იმ ადამიანებს, რომელთა უმრავლესობამ სულაც არ იცის ტექნიკური მახასიათებლების არსი?

კაცობრიობამ, თავის დროზე, არც ველოსიპედით სიარული იცოდა. თავის დროზე, უმრავლესობა ფეისბუქზეც ვერ რეგისტრირდებოდა,  ოცი წლის წინ კი მობილური ტელეფონის გამოყენებაც გვიჭირდა. ეს ადაპტირების ამბავია, რაც ძალიან მოკლე დროში გადაიჭრება. ქართველები მარტივად ვუღებთ ალღოს ყველაფერს. მით უმეტეს, რომ პროცედურულად ეს რთული სულაც არაა. ჩვენ ვცდილობთ, ფეხი ავუწყოთ მსოფლიოს. მსოფლიო კი ბრმა არაა. ეს ტექნოლოგიები უკვე დამკვიდრებულია, გამოცდილია. მაგალითად, შარშან მორგანმა ბლოკჩეინის საშუალებით 6 ტრილიონი დოლარის ტრანზაქცია განახორციელა, ავსტრალიაში კი ამ ტექნოლოგიებზე მთელი სამართლებრივი სისტემა გადაჰყავთ. დარწმუნებული ვარ, სისტემა ჩვენთანაც მალე დაინერგება, მაგალითად, შემოსავლების სამსახურში და ა.შ. ბუნებრივია, თუ საჯარო უწყებებში ბლოკჩეინ ტექნოლოგიების დანერგვა განხორციელდა, საჭირო გახდება საოპერაციო კრიპტოვალუტაც. ასეთი კრიპტოვალუტა კი უკვე მზადაა, აწყობილია და ბირჟაზეც გასულია.

რა თქმა უნდა, არსებობს მთავრობის ნება, არსებობს საზოგადოების სურვილიც. ჩვენ არ ვართ ბუნებრივი რესურსებით მდიდარი ქვეყანა, ჩვენი ერთ-ერთი მდიდარი  რესურსი არის ადამიანური ინტელექტი, რომელიც  არა მარტო შექმნაში, არამედ მისი ადაპტირების ძალიან დიდ სურვილში გამოიხატება.

თავად პროცესიც გარდაუვალია. მომავალში მთელი მსოფლიო, მთელი გლობალური ეკონომიკა, რომელიც დიდ თანხებს ზოგავს და რომელიც დიდ სარგებელს აჩვენებს, როგორც ინდივიდუალური, ისე კორპორატიული თვალსაზრისით, უკვე ბლოკჩეინზე იქნება გადასული. წარმოუდგენელია, რომ საქართველო პროცესებს მიღმა დარჩეს. ყველა ქვეყანა, ვინც ვერ შეძლებს, უახლოეს ათ წელიწადში მომავალს ფეხი აუწყოს, უნდა ჩავთვალოთ, რომ  ე.წ. ბანანის რესპუბლიკად დარჩება. ხომ წარმოგვიდგენია  აფრიკული ტომები, რომელთაც არ აღელვებთ გარესამყარო? დაახლოებით, ასეთი უტრირებული შედარების მოყვანა შეგვიძლია იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც გამოიყენებენ ბლოკჩეინს და იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც არ გამოიყენებენ მას. აბსოლუტურად არ ვფიქრობ, რომ საქართველო ჩამორჩება ამ პროცესს, პირიქით, რადგან არსებობს მთავრობის მზაობა და მოსახლეობის ინტერესი, პროცესი ჩვენთანაც სათანადო თანმიმდევრობით განვითარდება. თუმცა ამისთვის საჭიროა გარკვეული სამართლებრივი რეგულირება და ჩვენ აუცილებლად მივალთ აქამდე. ამიტომ სჯობს, ეს მთავრობამ ადრე გააკეთოს, ვიდრე გვიან. რაც უფრო ადრე დაიძვრება პროცესი, მით მეტი საშუალება ექნება მთავრობასაც, ჩვენც - უბრალო ადამიანებსაც, კერძო სექტორსაც, რომ დაიტესტოს ყველაფერი დროულად, რომ  ვნახოთ, როგორ იმუშავებს ტექნოლოგიები ჩვენს რეალობაში, როგორ განვითარდება მოვლენები, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უახლოეს პერიოდში საქართველო გლობალურ ციფრულ ეკონომიკაში სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის იყოს მზად.

მსოფლიო კრიპტობირჟაზე აისი კოინის გატანის ფაქტს  კრიპტოეკონომისტი ევგენი რომანენკოც გამოეხმაურა და «ლუნა გრუპის მიერ შექმნილ პროდუქტს დიდი მომავალიც უწინასწარმეტყველა. მისივე თქმით, ბევრ ქვეყანაში იყო სახელისუფლებო ძალაუფლებისმყვარულთა უიღბლო მცდელობა, შეექმნათ სრულად ცენტრალიზებული კრიპტოვალუტა მაშინ, როდესაც მას პრინციპულად სხვა,  დეცენტრალიზებული ბუნება გააჩნდა. 

„ეს არ არის ეროვნული კრიპტოვალუტა, ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება პატარა ქვეყანაში, ამ შემთხვევაში, საქართველოში,  მსოფლიოში მოთხოვნადი კრიპტოპროდუქტის შექმნა. ვფიქრობ, “აისი კოინს” ნამდვილად აქვს პერსპექტივა, დაიმკვიდროს თავი სხვა აღიარებულ კრიპტოვალუტებს შორის. დიახ, მას ნამდვილად შეუძლია საქართველოს ეკონომიკისთვის დიდი სარგებლის მოტანა და ყველაზე ჭკვიანური, რაც შეიძლება ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთოს, მისცეს მას საინფორმაციო და მარკეტინგული მხარდაჭერა.

რაც შეეხება ეროვნული კრიპტოვალუტის იდეას, ის ერთი მიზეზის გამო განიცდის კრახს - აკრძალავს სხვა კრიპტოვალუტის გამოყენებას სახელმწიფო ტერიტორიაზე საკუთარი კრიპტოვალუტის გამოგონების ხარჯზე, რაც  ტექნიკურად შეუძლებელია. იმის თქმა მინდა, რომ ეროვნული კრიპტოვალუტის იდეა უკვე თავის თავში მოიაზრებს სხვა ვალუტის აკრძალვას. ამიტომაც არსებობს ეროვნული ფიატური ვალუტები - ადვილია მოქალაქებისთვის მათი თავს მოხვევა სახელმწიფოს ტერიტორიაზე კანონიერი გადახდის საშუალებად გამოცხადების გზით. კრიპტოვალუტების შემთხვევაში, ასეთი ფოკუსი არავის გაუვა. თუ ის მაინც შეიქმნება, მოუწევს კონკურენციის გაწევა სხვა, მსოფლიოში უკვე პოპულარული კრიპტოვალუტებისთვის და ძნელი წარმოსადგენი არაა, რა ბედიც ეწევა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, აბსოლუტურად განსხვებულია „აისი კოინის“ შემთხევა, რომელსაც მსოფლიო ბირჟაზე ნამდვილად დიდი პერსპექტივა აქვს. ის ქართველების მიერ შექმნილი ელექტრონული ფულია, რომელსაც სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა სჭირდება. ქვეყანამ იმაზე კი არ უნდა იფიქროს, რომ სახელმწიფო ფულადი ერთეული შექმნას, არამედ იმაზე, თუ როგორ შეუწყოს ხელი არსებულის განვითარებას“- აღნიშნა ევგენი რომანენკომ „ბიზნესპოსტთან“ საუბრისას.

ცნობისთვის, „AISI COIN“-ი რკ „ლუნა გრუპის“ პროექტია, რომელიც, დაახლოებით, ერთი წლის წინ შეიქმნა და ფართო საზოგადოებას 2018 წლის თებერვალში წარედგინა. ქართული კრიპტოვალუტის შექმნის იდეა კი მას შემდეგ გაჩნდა, რაც ბაზარზე დამკვიდრებულმა ციფრული სამყაროს „მეფედ კურთხეული“ ბიტკოინების თემამ ჯერ სხვა კოინების შექმნის იდეა წარმოშვა, შემდეგ კი მათი წარმატებული დანერგვის შესაძლებლობაც დანერგა.   საქართველო მსოფლიოს ფეხის ხმას  მალევე აჰყვა. რკ „ლუნა გრუპ“-ის დამფუძნებელი გიორგი შერვაშიძე, ერთ-ერთი პირველთაგანი აღმოჩნდა, ვინც საკუთარ გუნდთან ერთად ქართველ საზოგადოებას ქართული კრიპტოვალუტა - „AISI COIN“- ი შესთავაზა.

გიორგი შერვაშიძე, ციფრული ეკონომიკის ასოციაციის პრეზიდენტი, "ლუნა გრუპის" დამფუძნებელი: Luna Group-ი გასულ წელს შეიქმნა. ბაზარზე არსებულმა მდგომარეობამ ჩვენი კომპანიის მიზნებისა და ხედვების ჩამოყალიბებაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონია. ყველასათვის ნათელია, რომ ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა, უმეტესწილად, სტრატეგიული დაგეგმარებისა და მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვების არქონის გამო, ერთმანეთთან მჭიდრო დაკავშირებული სექტორებისთვის, ყოველ ნაბიჯზე, ახალ-ახალ დაბრკოლებას წარმოქმნის. კომპანიის ხედვების განსაზღვრის პირველ ეტაპზე,  მუდმივად ვაანალიზებდით იმ გარდაუვალ მოცემულობებს, რომლებიც მჭიდროდ იკიდებდნენ ფეხს ქართულ ბაზარზე. ტექნოლოგიებისადმი ლტოლვა, შიდა თუ გარე ფინანსური სტატისტიკები, რომლებიც მკაფიოდ ასახავდა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობას, გვიბიძგებდნენ, შეგვექმნა ციფრული ტექნოლოგიებისა და ფინანსირების სინთეზი. საქართველო ის ქვეყანაა,  სადაც ფული სჭირდება ხალხს და ეს ფული თავის არსით არის მთელი ბლოკჩეინ და სიმყარეში გარდამავალი ვალუტა. თამამად შემიძლია განვაცხადო იმის შესახებ, რომ „ლუნა გრუპი“ მაქსიმალურ შრომას დებს იმისათვის, რომ საქართველო მოწინავე ადგილას გამოჩნდეს მსოგლიო ბაზარზე, რისი დიდი შანსიც  აქვს.

შეგახსენებთ, რომ ქართული კრიპტოვალუტა „AISI COIN”-ის ყიდვა-გაყიდვა ან/და სხვა ვალუტებზე გადაცვლა  დღეიდან მსოფლიო კრიპტობირჟაზე Waves Platform DEX - ზეა შესაძლებელი (იხ. ბმული: https://wavesplatform.com/).

თარიღი: 2018/09/21