რა ტიპის ბიზნესს აქვს დაფინანსების შანსი და რა როლი აქვს კრეატივს საქმის წარმოებაში
„მსოფლიო სავსეა იდეებით, რომლებიც შეიძლება იყოს სასარგებლო“ –   ენდი ბოინტონი

თანამედროვე მსოფლიოს განვითარება  მის ტექნოლოგიურ განვითარებას ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია დავუკავშიროთ. 21-ე საუკუნის სწრაფი რიტმი,  თავის მხრივ,  გვიბიძგებს დროის მაქსიმალური შეგრძნებისკენ, მისი ყველა წამის ეფექტური გამოყენებისკენ და რა თქმა უნდა,  სიახლეების ძიებისკენ. ერთი შეხედვით, თითქოს ადამიანისთვის საჭირო ყველა ნივთი, საგანი თუ ყოველდღიურად საჭირო საყოფაცხოვრებო ტექნიკა არსებობს და მისი მოთხოვნილებებიც სრულად დაკმაყოფილებულია, თუმცა ქვის ხანიდან მოყოლებული, როდესაც ადამიანმა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი -ცეცხლის დანთება ისწავლა, ცდილობს,  რაღაც ახალი, უჩვეულო და რა თქმა უნდა, პრაქტიკული იპოვოს. ჩვენი მისწრაფებები არ არის ამომწურავი, ამიტომ ბაზარზე ყოველთვის ჩნდება სიახლის მოთხოვნილება. ადამიანის სტრუქტურა ანატომიურადაც მხოლოდ დროის კონკრეტულ, მცირე მომენტში შეიძლება იყოს „დანაყრებული“.  თანამედროვე ადამიანს კი, მისი ყველა  წინამორბედისგან განსხვავებით, ყველაზე მეტი შესაძლებლობა აქვს,  გაიმარტივოს და მეტად კომფორტული გახადოს ცხოვრება. შესაძლებლობათა არსებობა კი, თავის მხრივ, აყალიბებს კონკურენტულ გარემოს, სადაც მთავარი ღირებულება  იდეის არსებობაა. იდეის, რომელიც თანამდეროვე მსოფლიოში კონკურენტუნარიანობის განმაპირობებელი უპირველესია იარაღია. ეს არის სიკეთე, რომელიც შეიძლება სარფიანად დავაბანდოთ, გავყიდოთ ან ჩვენ თვითონვე მივცეთ მას ხელშესახები ფორმა. 

სოციალური საზღვრების მოშლამ  და გლობალიზაციამ   გუშინ საზოგადოების ჩვეულებრივ წევრებს მოგვცა შესაძლებლობა, დღეს შეგვექმნა პროდუქტი  (მომსახურება), რომელიც თანამდეროვე მსოფლიოს ყოველდღიურობის შემადგენელი ნაწილი შეიძლება გახდეს. ამ „შეჯიბრის“ მთავარი არსი მდგომარეობს იმაში, რომ იდეა  იყოს რაც შეიძლება მეტად კრეატიული, ინოვაციური და განსხვავებული არსებულისგან. ამავე დროს, შეიძლება, ეს განსხვავებულობა ძველის (არსებულის) სხვა განზომილებაში დანახვაშიც გამოიხატებოდეს. მაგალითად, “დისნეი ლენდის” ჯადოსნური სამეფოს იდეა ოჯახური შვებულების დროს დაიბადა, როდესაც უოლტ დისნეი ევროპის ერთ-ერთ უძველეს და უდიდეს გასართობ პარკში იმყოფებოდა. სწორედ იქ  მიხვდა, რომ სურდა, შეექმნა პარკის უფრო დიდი და უკეთესი ვერსია კალიფორნიაში.

იდეა შეიძლება მოიცავდეს ნებისმიერ სფეროს, იქნება ეს ტექნიკა, მედიცინა, მეცნიერება თუ სხვა.  გასული საუკუნის ასეთი მნიშვნელოვანი მიღწევები იყო  კომპიუტერისა და  ინტერნეტის გამოგონება, რასაც ჩვენს ეპოქაში მოჰყვა მსოფლიოში პროგრამული უზრუნველყოფის უმსხვილესი კომპანიის “Microsoft”-ის დაარსება, რამაც ბილ გეიტსი მილიარდერად აქცია. საზოგადოებრივ ცხოვრებაში ნაკლებად ინტეგრირებულმა მაიკლ ცუკერბერგმა კი „Facebook”-ის შექმნით ახალ სტანდარტზე აიყვანა სოციალური ურთიერთობები და ადამიანებისთვის საკუთარი თავის სოციუმში რეალიზების ახალი შესაძლებლობები გააჩინა. ამას მოგვიანებით მოჰყვა  სხავა სოციალური ქსელებიც, როგორებიცაა “twitter”, “instagram” და ა.შ., რომელთა გარეშეც ჩვენი დღევანდელობა, უბრალოდ, წარმოუდგენელია. ამ ადამიანებს დასაწყისისთვის გააჩნდათ  მხოლოდ იდეა, მიზანი, საბოლოოდ კი მსხვილ ბიზნესად ჩამოყალიბდნენ.

შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ კერძო ბიზნესის როლი მსოფლიო ბიზნესის განვითარებაში ყოველდღიურად მზარდია. ამისთვის მნიშვნელოვანი წინაპირობა არის მოქნილი კანონმდებლობა, რომელიც სტარტაპერებს უნდა  აძლევდეს შესაძლებლობას, რეალურად განახორციელონ  საკუთარი ბიზნესიდეები.  იდეისთის, მისი განხორციელების მოქნილ შესაძლებლობასთან ერთად,  რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია მესამე პირობის, ფინანსების არსებობაც, რომლის მოპოვება სხვადასხვა გრანტების თუ სახელმწიფოს დაფინანსებითაც არის შესაძლებელი. დაფინანსება კი პირდაპირპროპორციულად ისევ მის შინაარსზეა დამოკიდებული. დღევანდელ „ბიზნესმეიქინგში“ შეიძლება,  ორ მოცემულობას გადავაწყდეთ, მათ ვისაც ბიზნესის წამოწყების ფინანსური შესაძლებლობა გააჩნიათ თუმცა არ გააჩნიათ იდეა ან/და პირიქით. ორივე შემთხვევაში უპირატესობა ყოველთვის იმ მხარესაა ვისაც  სიახლეების ძიება მარტივად შეუძლია. ამიტომაც თუ თქვენ არ აპირებთ გამოიგონოთ ახლიდან ველოსიპედი, მაგრამ ფიქრობთ, რომ შეგიძლიათ შექმნათ „ჭკვიანი წინდები“, რომელიც ფილმის ყურებისას შესაბამისი რეფლექსების საშუალებით აფიქსირებს თქვენი ჩაძინების მომენტს და აპაუზებს ფილმს, რათა არ გამოგრჩეთ საინტერესო მომენტები, ან თქვენი იდეა ითვალისწინებს შექმნას პარკინგი, რომელიც თავისუფალ ადგილებს უჩვენებს,  თქვენ აუცილებლად მოიძიებთ შესაბამის დაფინანსებასაც.    

იდეები კი,როგორც ვხედავთ, შეიძლება ვეძებოთ ჩვენ ირგვლივ არსებულ ყოველდღიურობაში, თუნდაც წვრილმანებში, ბავშვობის ოცნებებშიც კი, თუ ისინი რეალურად განხორციელებადია. მთავარია დავინახოთ პრობლემა, რის გამოსწორებასაც ვისახავთ მიზნად და ვიფიქროთ მრავალფეროვნად, კრეატიულად. საუკეთესო ბიზნესიდეების ინკუბატორი ხომ ჩვენივე ცხოვრებაა.

კრეატივის როლი   გამძაფრებული კი კონკურენციის ფონზე იმდენად მნიშვნელოვანია, რომ თვითონ სახელმწიფოც ცდილობს  ხელი შეუწყოს ასეთი ადამიანების აღმოჩენას და მათი იდეის შემდგომ კომერციალიზაციას.  მაგალითისთვის, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ბაზაზე შექმნილი სსიპ “საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო“ აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით. სააგენტო სხვადასხვა პროექტისა და გამოფენების ორგანიზების საშუალებით კონკურსანტებს აწვდის ინფორმაციას ინოვაციების კომერციალიზაციის თანამედროვე ბიზნესმოდელებზე და ასევე ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მექანიზმებზე. ამასთან მათ მიერ ორგანიზებული პროექტების ფარგლებში აქტიურად თანამშრომლობს  ბიზნესის წარმომადგენლებთან, რომელთათვისაც გამომგონებლებს შესაძლებლობა ეძლევათ, გააცნონ საკუთარი პროდუქტი.  სააგენტო, თავის მხრივ, ითვალისწინებს მცირე და თანადაფინანსებითი გრანტების გაცემას და „სტრატაპ საქართველოს“ ფარგლებში ხელს უწყობს  საქართველოში ინოვაციურ იდეებზე დაფუძნებული ბიზნესის განვითარებას და საერთაშორისო ბაზარზე გასვლას.

 

 
Business Post
Facebook Group · 1,442 members
Join Group
 
თარიღი: 2018/04/30