12 წარმატებული ადამიანი მსოფლიოში,  რომელმაც ცხოვრება „ჭაობიდან“ დაიწყო
 “წარმატება - ესაა შესაძლებლობა, მარცხს მარცხზე განიცდიდე, მაგრამ შეინარჩუნო ენთუზიაზმი“ - უინსტონ ჩერჩილი

წარმატებული ადამიანების ცხოვრებამ და მათმა ისტორიებმა გვაჩვენა, რამდენად მართალია უინსტონ ჩერჩილის სიტყვები: “წარმატება - ესაა შესაძლებლობა, მარცხს მარცხზე განიცდიდე, მაგრამ შეინარჩუნო ენთუზიაზმი“. ქვემოთ ჩამოთვლილმა ადამიანებმა ცხოვრება „ჭაობიდან“ დაიწყეს და დაამტკიცეს, რომ მიზანდასახულობა, ენთუზიაზმი და თავდაჯერებულობა წარმატების მისაღწევად აუცილებელია.

  1. ლეონარდო დიკაპრიო
ამერიკელ მსახიობ ლეონარდო დიკაპრიოს წარმატების მიღწევამდე განსხვავებული ცხოვრება ჰქონდა. ბავშვობაში ლოს-ანჯელესში მიწურში ცხოვრობდა. ის მუდმივად გარშემორტყმული იყო ადამიანებით, რომლებიც ნარკოტიკების ბიზნესითა და პროსტიტუციით იყვნენ დაკავებულები. გარშემო დანაშაული და ძალადობა ხდებოდა, მაგრამ ოცნების ახდენაში ამას ხელი არ შეუშლია. ამ ყველაფერს გაექცა და ახლა დიკაპრიო ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი მსახიობია, რომლის ქონება 245 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

  1.  უოლტ დისნეი
რომ არა უოლტ დისნეი,  ჩვენი ბავშვობა მოსაწყენი იქნებოდა. ეს გენიოსი ადამიანი ფერმაში გაიზარდა. ფულს სურათების ხატვით შოულობდა და  საკუთარ ნახატებს მეზობლებში ყიდდა. უოლტ დისნეი წარმატების მიღწევა „ცალი კალოშით“ დაიწყო. საბოლოო აღიარებას კი მულტფილმების შექმნით მიაღწია. დისნეის გარდაცვალების დროისთვის მისი ქონება 80 მილიონ დოლარად იყო შეფასებული.

  1. შაჰ რუხ ხანი
ინდოელ კინომსახიობს, კინორეჟისორსა და სატელევიზიო წამყვანს, შაჰ რუხ ხანს მძიმე ბავშვობა ჰქონდა.  მშობლები ბავშვობაში დაეღუპა, თვითონ კი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოხვდა. არასდროს ჰქონია ფული თეატრში წასასვლელად, მაგრამ  ცხოვრებისეული ქაოსისთვის თავის დაღწევა და მიზნის მიღწევა მაინც მოახერხა. 2008 წელს ჟურნალმა „Newsweek”-მა ის მსოფლიოს 50 უძლიერეს ადამიანთა შორის დაასახელა. მისი ქონება  600 მილიონ დოლარს შეადგენს.

  1. ჯეკ მა
ჩინელი ბიზნესმაგნატი, ინვესტორი და ფილანტროპისტი, Alibaba Group-ის დამფუძნებელი ჯეკ მა მშობლებთან ერთად ერთ პატარა სოფელში ცხოვრობდა. მან დაწყებითი სკოლის გამოცდა 2-ჯერ ვერ ჩააბარა, 2-ჯერ ჩაიჭრა საშუალო სკოლის გამოცდებზე, ვერ გაიარა უნივერსიტეტის მისაღები გამოცდებიც. ჰარვარდის უნივერსიტეტს მიღების თაობაზე 10-ჯერ მიმართა და 10-ჯერვე უარი მიიღო. შემდეგ ჩინეთის ერთ-ერთ უმაღლეს სასწავლებელში მოხვდა და დამთავრების შემდეგ სამსახურის დაწყება სცადა.  30 დამსაქმებლისგან უარი მიიღო. როდესაც ჩინეთში KFC-ის რესტორანი გაიხსნა, დასაქმებასთან დაკავშირებით 24 აპლიკანტის განცხადება შევიდა, აქედან 23 ადამიანი აიყვანეს და მხოლოდ ერთს უთხრეს უარი და ეს ერთი ჯეკ მა იყო.

ახლა ის ცნობილია, როგორც ინტერნეტ კომერციის მაგნატი და მისი ქონება  42.4 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

  1. შახიდ ხანი
პაკისტანელი ბიზნესმენი შახიდ ხანი აშშ-ში 500 დოლარით ჩავიდა. მან სწავლა ილინოისის უნივერისტეტში დაიწყო და პარალელურად ჭურჭლის მრეცხავად მუშაობდა - საათში 1.2 დოლარს უხდიდნენ.

ახლა შახიდ ხანი კომპანიის Flex-N-Gate მფლობელია. მას ეკუთვნის საფეხბურთო კლუბი „ფულჰამი“ და ამერიკული ფეხბურთის კლუბი „ჯექსონვილ იაგუარისი“. მისი ქონების ღირებულება 7.5 მილიარდ დოლარს შეადგენს.

  1. კრისტიანო რონალდო
ცნობილი ფეხბურთელი კრისტიანო რონალდო თუნუქის ქილების სახურავიან სახლში გაიზარდა. მამა მებაღე იყო, რომელმაც მოგვიანებით  დალევა დაიწყო და  ოჯახის სარჩენად დედამ მზარეულობასა და დამლაგებლობას მიჰყო ხელი.  

ამბიციამ რონალდო ყველაზე ცნობილ ფეხბურთელად აქცია. მისი ქონება 400 მილიონ დოლარადაა შეფასებული.

  1. ემინემი
თუ გსურთ ვინმეს მძიმე და გაუსაძლის ცხოვრებაზე ისაუბროთ, ამერიკელი რეპერი ემინემი არ დაგავიწყდეთ. ის  დედასთან ერთად ცხოვრობდა, რომელიც სამსახურში თვეზე მეტხანს ვერ ჩერდებოდა. ამ მიზეზით ემინემს სკოლების ხშირი გამოცვლა უწევდა. ბულინგის მსხვერპლიც არაერთხელ ყოფილა. ერთხელ ემინემის წინააღმდეგ მშობელმა დედამ საჩივარიც კი შეიტანა. ყველაფრის მიუხედავად, ემინემმა წარმატებას მიაღწია ცხოვრებაში და ახლა ის 190 მილიონი დოლარის ღირებულების ქონების მფლობელია.

  1. ლი კა-შინგი
ლი კა-შინგი ჩინელი ბიზნესმაგნატი, ინვესტორი და ქველმოქმედია. 2018 წლის ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში 23-ე ადგილი 37.7 მილიარდი დოლარით დაიკავა.

მასაც გაჭირვებული ცხოვრება ჰქონდა. მამა ადრე გარდაეცვალა და მოსწავლეობის პერიოდში ოჯახის რჩენა უწევდა.

მოგვიანებით საკუთარი კომპანია Cheung Kong Industries დაარსა. თავიდან პლსატმასის წარმოება დაიწყო, მაგრამ ახლა უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვითაა დაკავებული. მისი ქონება 37.7 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.

  1. ჯოან როულინგი
მწერალი ჯოან როულინგი ყოველთვის მხიარული ადამიანი არ ყოფილა. მან მძიმე ცხოვრება გამოიარა. ერთხელ მან თვითმკვლელობაც კი სცადა. შემდეგ გადაწყვიტა, გაეკეთებინა ის საქმე, რაც მას კარგად გამოსდიოდა - ეს იყო წერა. შედეგად, მან „ჰარი პოტერის“ წიგნების სერია შექმნა. როულინგმა საკუთარი წიგნების წყალობით მილიარდი დოლარი იშოვა.

  1. ლარი ელისონი
ლარი ელისონი დედასთან არ გაზრდილა. ის დეიდასთან და ბიძასთან ცხოვრობდა ჩიკაგოში. დეიდის გარდაცვალების შემდეგ ლარი თანხის გადაუხდელობის გამო კოლეჯიდან გარიცხეს. საცხოვრებლად კალიფორნიაში გადავიდა. 8 წლის შემდეგ, 1977 წელს, მან კომპიუტერული პროგრამების კომპანია „Oracle“ დაარსა. ამჟამად მისი ქონების ღირებულება 62.4 მილიარდ დოლარს შეადგენს.

  1. სტივ ჯობსი
მშობლებმა სტივს ჯობსი გააშვილეს. გამზრდელმა მამამ მას ტექნოლოგიებისადმი სიყვარული გაუღვივა. ჯობსმა  კომპანია „apple” დაარსა. თუმცა 1985 წელს ის Apple-იდან გაათავისუფლეს, რის შემდეგაც მან კიდევ ერთი კომპიუტერული კომპანია NeXT შექმნა. 1996 წელს Apple-ის მიერ NeXT-ის შესყიდვის შემდეგ, ჯობსი მისივე დაარსებულ კომპანიაში დაბრუნდა, ამჯერად მთავარი აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე და ეს ადგილი 2011 წლის 24 აგვისტომდე შეინარჩუნა. გადადგომიდან რამდენიმე თვეში, 2011 წლის 5 ოქტომბერს, 56 წლის ასაკში,  სტივ ჯობსი პანკრეატული სიმსივნისგან გარდაიცვალა.  გარდაცვალების დროს მისი ქონების ღირებულება 10.2 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

  1. ჩარლი ჩაპლინი
ვინ არ იცნობს ჩარლი ჩაპლინს - „სიჩუმის ეპოქის“ უდიდესს იუმორისტს? თუმცა არც მისი ცხოვრება ყოფილა ია-ვარდით მოფენილი. საკმაოდ მძიმე ბავშვობა ჰქონდა. ჩარლის დაბადებიდან მალევე დედა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დააწვინეს, მამამისი კი იმ დროს გარდაცვლილი გახლდათ. ის ძმასთან ერთად იზრდებოდა. მისი ნიჭი კი მაშინ აღიარეს, როდესაც ინგლისიდან აშშ-ში გაემგზავრა და კინოსამყაროს საკუთარი შესაძლებლობები აჩვენა.  ცოტა ხანში ჩაპლინი  ჰოლივუდის კინემატოგრაფიის ყველაზე სახელგანთქმული შემსრულებელი და  რეჟისორი გახდა.

 

თარიღი: 2018/06/06