როგორ ავარიდოთ თავი სასამართლოს ბიზნეს-ურთიერთობებში?!
როგორც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ბიზნეს-დავებში ჩართული მხარეებისათვისსასამართლო პროცესის წარმოება წამგებიანია!

უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ სასამართლო პროცესი დროში გაწელილია და მოდავემხარეებს შეიძლება წლობით დაჭირდედეთ ლოდინი.

მეორე ის არის, რომ სასამართლო პროცესის განმავლობაში მხარეები განიცდიან ზარალს,რომელიც იზომება სასამართლო ხარჯებით და დროში დაკარგული თანხებით, რაცგამოწვეულია ბიზნეს-საქმიანობის შეფერხებით!

მესამე და კომპანიებისათვის მტკივნეული პრობლემა - სასამართლო პროცესისსპეციფიკასთან დაკავშირებული - მხარეების კონფედენციალური ინფორმაციის გამოვლენისაუცილებლობა!

მეოთხე - სასამართლო პროცესის წაგების შედარებით მაღალი ალბათობა, ბიზნეს-სამართალში არასაკმარისი პროფესიონალური კომპეტენციის გამო.

მეხუთე - სასამართლო დავის შედეგად, ერთ-ერთი მხარისათვის მნიშვნელოვანი ბიზნეს-პარტნიორის და რეპუტაციის დაკარგვის არასახარბიელო პერსპექტივის არსებობა.

 

სად არის გამოსავალი?

როგორ ფიქრობთ - სასამართლო დამქაცველი პროცესის სანაცვლოდ, რომ შემოგთავაზონ საუკეთესო ალტერნატივის მოძიება და დავის მხარეებისათვის ურთიერთმომგებისანი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა - დათამხდებით?

თუ არა, მაშინ "სასამართლომდე გზა გქონიათ"...

მედიაციის მთელი ხიბლი იმაშია, რომ მხარეები მოლაპარაკების პროცესს ახორციელებენ პროფესიონალი ბიზნეს-მედიატორის მეშვეობით (ერთმანეთთან ყოველგვარი პირდაპირი კონტაქტის გარეშე) და მხოლოდ მოლაპარაკებების დასრულებისას შეიძლება შეხვდნენ ერთმანეთს (ან მხარეების უფლებამოსილი წარმომადგენლები) ახალი შეთანხმების იურიდიული გაფორმების მიზნით.

აღნიშნული მიდგომა და მედიატორის ჩართვა ანთავისუფლებს მხარეებს ერთმანეთთან "არასასურველი" კონტაქტებისაგან.

გარდა ამისა, პროფესიონალი ბიზნეს-მედიატორი ამუშავებს მხარეებისათვის შეთანხმების ალტერნატივებს სხვა და სხვა იურიდიულ-ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენებით, რაც აძლევს მხარეებს საუკეთესო არჩევანის გაკეთების და გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას.

შედეგად - ორივე მხარე რჩება მოგებული და თავს არიდებს საკმაოდ სერიოზულ დანაკარგებს!

მოკლედ არჩევანი "თქვენზეა" - ან ტრადიციულად სასამართლო პროცესის შედეგად დარჩეთ საბოლოო ჯამში წაგებულ მდგომარეობაში იმ შემთხვევაშიც კი თუ სასამართლო გადაწყვეტილება იქნება მიღებული "თქვენს" სასარგებლოდ (სასამართლო დადგენილებების აღსრულებასთან დაკავშირებული პრობლემატიკიდან გამომდინარე), ან დარჩეთ მოგებულ მდგომარეობაში (და შეიძლება უკეთეს მდგომარეობაშიც კი - ვიდრე იმყოფებოდით აქამდე).

იმედს ვიტოვებ, რომ ბიზნესის წარმომადგენლები მიიღებენ საღ და გონივრულ გადაწყვეტილებას, ისევ თავის სასარგებლოდ და გამოიყენებენ ბიზნეს-მედიატორის დახმარებას ნებისმიერი სირთულის ბიზნეს-ურთიერთობების დარეგულირების მიზნით.

"გამოსავალი ყოველთვის მოიძებნება!"

თარიღი: 2019/06/05