„თუ ღარიბად დაიბადები შენი ბრალი არ არის, მაგრამ თუ ღარიბი მოკვდები, ეს უკვე შენი ბრალია” - ცნობილი ბიზნესმენების გამონათქვამები
ცნობილი ბიზესმაგნატების გამონათქვამები, რომელიც შეიძლება ნებისმიერი ადამიანისთვის შთაგონების წყარო გახდეს.

სტივ ჯობსი (კომპიუტერული ინდუსტრიის წამყვანი ფიგურა, გამომგონებელი, Apple-ის თანადამფუძნებელი)

1.ბევრმა ადამიანმა არ იცის რისი ყიდვა სურს, სანამ არ აჩვენებ.

2.ის რაც ცხოვრებაში ყველაზე მეტად გიყვარს, ვერ იყიდი. ყველაზე ძვირფასი სიმდიდრე რაც გვაქვს, დროა.

3.ცხოვრება ხანმოკლეა, ამიტომ სხვისი ცხოვრებით ნუ იცხოვრებთ.

4.დიზაინი არ არის მხოლოდ გარეგნული მხარე, დიზაინი წარმართავს ბიზნესს.

5.ინოვაცია განასხვავებს ლიდერსა და ე.წ. ფოლოუერს.

ბილ გეითსი (ბიზნესმენი, ინვესტორი და კომპიუტერული პროგრამისიტი, კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელი

1.თუ ღარიბად დაიბადები შენი ბრალი არ არის, მაგრამ თუ ღარიბი მოკვდები, ეს უკვე შენი ბრალია.

2.რთული საქმის შესასრულებლად ყოველთვის ზარმაც ადამიანს ავირჩევ, რადგან ზარმაცი ადამიანი საქმის შესასრულებლად ადვილ გზას პოულობს.

3.წარმატება ცუდი მასწავლებელია, რადგან ის ჭკვიან ადამიანებსაც აცდუნებს და აფიქრებინებს, რომ არ დამარცხდებიან.

4.წარმატების აღნიშვნა კარგია, მაგრამ წარუმატებლობის დამახსოვრება უფრო მნიშვნელოვანია.

5.თავს სხვას ნუ შეადარებთ, რადგან ამით საკუთარ თავს შეურაცყოფას მიაყენებთ.

6.დიდი წარმატების მისაღწევად დიდ რისკზე წასვლაა საჭირო.

ვარანტ ბაფეტი (ამერიკელი ინვესტორი, ბიზნესმენი, უდიდესი აქციების მფლობელი და ამერიკული კონგლომერატის ბერკშირ ჰეზევეის (Berkshire Hathaway) თავმჯდომარე

1.თუ ვინმე ჩრდილის ქვეშ ზის, ეს იმას ნიშნავს, რომ მან დიდი ხნის წინ ხე დარგო.

2.წესი პირველი: არასოდეს დაკარგო ფული. წესი მეორე: დაიმახსოვრე პირველი წესი.

3.რეპუტაციის შექმნას 20 წელი სჭირდება, შელახვას კი 5 წუთი.

4.ფულს იხდი, პატივისცემას კი იმსახურებ.

5.ყველაზე მნიშვნელოვანი რამ რაც უნდა გააკეთო თუ ორმოში აღმოჩნდი, არის ის, რომ თხრა უნდა შეწყვიტო.

რიჩარდ ბრენდსონი (ბიზნესმაგნატი, ვენჩურული კაპიტალის კონგლომერატის Virgin Group-ის თანადამფუძნებელი)

1.ბიზნეს შესაძლებლობა ავტობუსს ჰგავს, შემდეგიც ჩამოივლის.

2.საუკეთესო გზა ისწავლო რამე, არის მისი კეთება.

3.ბიზნესის წამოსაწყებად საუკეთესო დრო მაშინაა, როდესაც ბიზნესმენებს საქმე ცუდად მისდით.

4.ჩემი ზოგადი მიდგომა ცხოვრებისადმი არის ყოველი წუთით ტკბობა.

5.ნუ შეგაფერხებს წარუმატებლობა, ისწავლე შეცდომებზე და თავიდან სცადე.

თარიღი: 2018/05/03