რატომ აქვს ბინებს განსხვავებული ღირებულება ერთსა და იმავე ლოკაციაზე და რეალურად რა დგას მაღალი ფასის უკან - ხარისხი თუ მარკეტინგი?
ურბანიზაციის ტემპის ზრდასთან ერთად დედაქალაქში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სიმრავლე გასაკვირი არაა, თუმცა მნიშვენელოვანია რამდენად შეესაბამება მათი ფასი ხარისხსა და  დადგენილ სტანდარტებს.

შენობა-ნაგებობების, მათ შორის მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების,  უსაფრთხოების წესებს  მთავრობის მიერ დადგენილი ტექნიკური რეგლამენტი განსაზღვრავს.  სტანდარტები კი კანონშია გაწერილი და მათი გამოყენების ვალდებულება მშენებლებს ამ გზით ეკისრებათ.

ბინის შეძენის მსურველებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ უფლება აქვთ, დაინტერესდნენ და გაერკვნენ ისეთ საკითხებში, როგორიცაა კონსტრუქციის სიმყარე და მედეგობა, მასალის ხარისხი, სახანძრო უსაფრთხოების ნორმები და შესაბამისი აღჭურვილობა, პარკინგი და გამწვანება, რა ვადაში აშენდა სახლი, როგორია საძირკვლის მდგომარეობა და სხვა.  ეს ის ძირითადი ფაქტორებია, რაც მომავალმა მეპატრონეებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ, რათა რისკები მაქსიმალურად აიცილონ თავიდან.

როგორ ბინას ეძებენ ყველაზე ხშირად მყიდველები და რეალურად რა დგას მაღალი ფასის უკან - ხარისხი თუ მარკეტინგი? - ამ და სხვა კითხვებზე  სამშენებლო კომპანია "ტერასა ჯგუფი"-ს კომერციულმა დირექტორმა,  თამარ გაფრინდაშვილმა გვიპასუხა

  • როგორია ბოლო დროის ტენდენციები... რა ტიპის ბინებზე გაიზარდა/შემცირდა მოთხოვნა და რატომ?
ბოლო რამდენიმე წელია რაც სტუდიოს ტიპის 1  და 2 საძინებლიან ბინებზე იზრდება მოთხოვნა.

გარკვეულწილად, ეს განპირობებულია იმით, რომ  ამ ტიპის ბინების ჯამური ღირებულება ბევრად დაბალია და შესაბაისად,  უძრავ ქონებაში ინვესტიციის განხორციელება მცირე ბიუჯეტითაც ხდება შესაძლებელი, ხოლო რადგან მოთხოვნა დღიურ და თვიურ იჯარაზე მატულობს, მომხმარებელს მეტი მოტივაცია აქვს, ფული  უძრავ ქონებაში დააბანდოს.

 

  • რამდენად ემთხვევა მომავალი მეპატრონეების მოთხოვნები და პრიორიტეტები ძირითადად მნიშვნელოვან კომპონენტებს, როგორიცაა უსაფრთხოება, ხარისხი და სხვა?
- ხარისხი და უსაფრთოება, ეს ის 2 კომპონენტია, რომელიც უძრავი ქონების შეძენისას ძალიან მნიშვნელოვანია.

თუმცა ,გამომდინარე იქიდან, რომ პოტენციური მომხმარებლებისთვის ამ სტანდარტების შესახებ ინფორმაცია  ნაკლებად ხელმისაწვდომი იყო, ამ საკითხებს ნაკლები ყურადღება ეთმობოდა.

დღეს უკვე სიტუაცია სხვაგვარადაა.  მომხმარებელი მეტად ინფორმირებულია, აქვს საშუალება მოიძიოს ის სტანდარტები, რასაც მშენებლობა უნდა აკმაყოფილებდეს და შესამაბისად მოთხოვნაც მატულობს.

  • რატომ შეიძლება ერთსა და იმავე ადგილზე ბინების ფასები მკვეთრად განსხვავებული იყოს? ეს ხარისხის გამო ხდება თუ უფრო მარკეტინგული გათვლაა?
ერთსა და იმავე ლოკაციაზე ფასების მკვეთრის სხვაობა დამოკიდებულია რამდენიმე კომპონენტზე:

  1. ჩაბარების კონდიციაზე
  2. მასალების ხარისხზე
  3. კომპანიის სანდოობაზე
  4. კონცეფციაზე
  • რას ურჩევთ საშუალობიუჯეტიან ახალგაზრდა ოჯახებს, რა პრინციპით შეარჩიონ ბინა, რომ თანხები დაზოგონ ?
უძრავი ქონების შერჩევის დროს გასათვალისწინებელია სამშენებლო კომპანიის ბექგრაუნდი.

აუცილებელია მომხმარებელი  წინასწარ გაერკვეს კომპანიის პორტფელში, შეაფასოს მათი ხარისხი და ამის შემდეგ იფიქროს, უშუალოდ კონკრეტული ბინის კრიტერიუმებზე.  რაც შეეხება ახალგაზრდა წყვილებს, გასათვალისწინებელია, რომ ამ სეგმენტის ყოველთვიური შემოსავალი უმეტესწილად საშუალო ან საშუალოზე დაბალია. ასე რომ,  შერჩევის დროს აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ ისეთი კომპანიები, რომლებიც  გრძელვადიან უპროცენტო განვადებას სთავაზობენ. 

ავტორი:
თარიღი: 2018/07/17