მეწარმეობის მხარდაჭერის ფარგლებში სტუ-ს და კილის უნივერსიტეტის ერთობლივი ვორქშოპი ჩატარდა
მეწარმეობის მხარდამჭერ პროექტებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი შეუერთდა და ბრიტანეთის საბჭოების პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალის" ფარგლებში სტუ-ს და კილის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) ერთობლივი ვორქშოპი ჩატარდა.

ინფორმაციას Start-Business Solutions ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, საჯარო ლექცია და ვორქშოპი თემაზე - „ქართული სტარტაპების შესაძლებლობები და გამოწვევები“, Start-Business Solutions-ის მმართველმა პარტნიორმა ლარისა პატარაიამ განახორციელა.

„Start-Business Solutions ყოველთვის მხარს უჭერს იმ პროექტებს და პროგრამებს, რომელიც მიმართულია სტარტაპებისა და მეწარმეობის განვითარებაზე".- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

თარიღი: 2019/01/12