რამაზ ახვლედიანი „ლისის ტბის საქმეზე“ მამუკა ხაზარაძის მოწმის სახით გამოკითხვას მოითხოვს
რამაზ ახვლედიანი „ლისის ტბის საქმეზე“ მამუკა ხაზარაძის მოწმის სახით გამოკითხვას მოითხოვს. ამ მოთხოვნით ბიზნესმენმა უფლებადამცველთან ერთად საქართველოს გენერალურ პროკურატურას მიმართა.

მისი თქმით, მას ლისის ტბის ქონება იძულებით დაათმობინეს, ქონების დათმობის პროცესში „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე მისი ბიზნეს პარტნიორი იყო და ქონების იძულებით დათმობის შესახებ ინფორმაციას ფლობდა.

ახვლედიანის უფლებადამცველის განმარტებით, საქმის განხილვა უზენაეს სასამართლოში გრძელდება, თუმცა პროკურატურა სათანადო რეაგირებას არ ახდენს. არჩილ კაიკაციშვილის თქმით, მათი მოთხოვნა რამაზ ახვლედიანის დაზარალებულად ცნობაც არის.

თარიღი: 2019/03/18