სადილი ცაში – ახალი რესტორანი თბილისში
თბილისში ახალი რესტორანი იხსნება, რომელიც მსოფლიოს 70 ქვეყანაში მოქმედი კონცეფციის – Dinner in the Sky–ს ანალოგია.

არსებული ინფორმაციით, რესტორანი კოჯორში, "ბიოლის" ცენტრში, 15 მაისს გაიხსნება. სტუმრები 50 მეტრის სიმაღლეზე, სპეციალურ ამწეზე დაკიდებულ მაგიდასთან ისადილებენ.

ახალ რესტორანში მაგიდის დაჯავშნა უკვე შესაძლებელია. ფასი ერთ ადამიანზე 199-დან 345 ლარამდეა. რესტორანი ერთდოულად 22 ადამიანს მოემსახურება.

კომპანიის ცნობით, მათ რესტორანში სადილი უსაფრთხოა, თუმცა ადმინისტრაცია სტუმრებს რამდენიმე რეკომენდაციის გათვალისწინებას ურჩევს, კერძოდ, ობიექტზე მოწევა აკრძალულია, საპირფარეშოთი სარგებლობა კი – შეუძლებელი.

ცნობისთვის: Dinner in the Sky კონცეფციის პირველი რესტორანი ბელგიაში 2006 წელს გაიხსნა.

წყარო: bm.ge

თარიღი: 2019/04/13