რუსეთის ფედერაციის 200 უმდიდრეს ადამიანს შორის 3 ეთნიკურად ქართველიც მოხვდა
რუსეთის ფედერაციის 200 უმდიდრეს ადამიანს შორის 3 ეთნიკურად ქართველიც მოხვდა, - ინფორმაციას რუსული "ფორბსი" 2018 წლის რეიტინგის მიხედვით ავრცელებს.

ალექსანდრე ჯაფარიძე - რუსული "ფორბსის" რეიტინგში 61-ე ადგილს იკავებს. მისი ქონება ჟურნალმა 1.6 მილიარდ დოლარად შეაფასა. ის ნავთობპროდუქტებით ვაჭრობს.

ვიჩისლავ მირილაშვილი - ეთნიკურად ქართველი ბიზნესმენი რუსეთის უმდიდრეს ბიზნესმენთა რეიტინგში 113-ე პოზიციაზეა. სფერო - სათამაშო ბიზნესი. მირილაშვილების ოჯახის ქონება 1.5 მილიარდს აღწევს.

დავით იაკობაშვილი - რეიტინგში 132-ე ადგილზეა. მისი ქოენება 1.2 მილიარდი დოლარია. იაკობაშვილი რუსული რძისა და წვენების მწარმოებელი მაგნატია და მას ინვესტიციები საქართველოშიც აქვს განხორციელებული.

თარიღი: 2019/04/14