2019 წლის პირველ კვარტალში ბიზნესომბუდსმენის რეკომენდაციების 80% სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილდა
ირაკლი ლექვინაძემ მედიას ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობის სტატისტიკა წარუდგინა, - ინფორმაციას ბიზნესომბუდსმენის აპარატი ავრცელებს:

„2019 წლის პირველ კვარტალში 57 რეკომენდაცია გავაგზავნეთ და 80%-ში ჩვენი პოზიცია სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მათ შორისაა ნედლი ნავთობის შენახვაზე დანაკარგის ნორმის განსაზღვრასთან დაკავშირებით ბიზნესომბუდსმენის სამართლებრივი დასკვნა, რომელიც შემოსავლების სამსახურის მიერ სრულად იქნა გათვალისწინებული და შედეგად, „ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 6 აგვისტოს №20839 ბრძანებაში შევიდა ცვლილება და ნედლი ნავთობის შენახვაზე ბუნებრივი დანაკარგის მაქსიმალურ ზღვრულ ნორმად დაწესდა 0.077 (დანაკარგი წონიდან %-ში)“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

თარიღი: 2019/04/15