"ავტო ექსპერტი" - ალექსანდრე ფაღავას ბიზნესად ქცეული ჰობი, რომელიც მანქანის შეძენის მსურველებს ინოვაციურ სერვისს სთავაზობს
"ავტო ექსპერტი" საქართველოს ბაზარზე ახალი კომპანიაა, რომელიც მომხმარებლებს ჩვენი ქვეყნისთვის სრულიად უცხო და ახალ სერვისს სთავაზობს. მისი დამფუძნებელი ალექსანდრე ფაღავა ბავშვობიდან ავტომობილებით არის დაინტერესებული და ჰობის საქმიანობად გადაქცევა არ გასჭირვებია. 

იმის გასაგებად თუ კონკრეტულად რას სერვისებს სთავაზობს "ავტო ექსპერტი" კლიენტებს და ვის დაეხმარება ყველაზე მეტად მისი მომსახურება  "ბიზნესპოსტი" კომპანიის დამფუძნებელ ალექსანდრე ფაღავას ესაუბრა: 

-"ავტო ექსპერტი" ავტომობილის ყიდვის მსურველს ეხმარება საქართველოს ბაზარზე შეარჩიოს მანქანა. ჩვენი თანამშრომელი სპეციალური დანადგარებითა და აპარატებით ახდენს ავტომობილის სრულ შემოწმებას, ესაა კომპიუტერული დიაგნოსტიკა, ძრავის, საღებავისა და ისტორიის შემოწმება, გარბენის გაგება და სავალი ნაწილების შემოწმება. ჩვენ თავად მივდივართ ადგილზე, ვამოწმებთ ავტომობილს და ვდებთ დასვნას. დასკვნა გაიცემა სპეციალურ ბლანკის მეშვეობით, სადაც ჩამოწერილია ავტომობილის ყველა დეტალი და ჩვენ ვწერთ თუ რა არის წესრიგში და რა - არა. კომპანია არ გასცემს რჩევას იყიდოს თუ არა დაინტერესებულმა პირმა ესა თუ ის ავტომობილი, ჩვენ მხოლოდ მისი მდგომარეობის შესახებ ვაწვდით ინფორმაციას და დანარჩენი მისი გადასაწყვეტია. ასევე არ ვიძლევით გარანტიას, თუ რადგან ხდება ხოლმე ცენტიდან გამოყვანილი მანქანები ფუჭდება მეორე დღეს, შესაბამისად, ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ესა თუ ის მანქანა გარანტირებულად იმუშავებს გარკვეულ დროს. "ავტო ექსპერტი" ადგენს დასკვნას ავტომობილის იმ დღევანდელ მდგომარეობაზე, როდესაც ამოწმებს მას. 

-კონკრეტულად რა ტიპის შეთავაზებები გაქვთ კლიენტებისთვის? 

-ამ ეტაპზე გვაქვს სამი სახის შეთავაზება: პირველი, როდესაც კლიენტს აინტერესებს ერთი კონკრეტული ავტომობილის შემოწმება. ჩვენ მივდივართ ადგილზე და მის შერჩეულ ავტომობილს ვამოწმებთ ძირეულად. ეს მომსახურება ღირს 50 ლარი, რაც ვფიქრობ ძალიან იაფია, რადგან მხოლოდ დიაგნოსტირება, რომ კომპიუტერზე შეართონ ავტომობილი 20-დან 25 ლარამდე ჯდება და ამ ფასში დამატებით არავინ გეტყვის, საღებავის, ძრავისა თუ სხვა დეტალების მდგომარეობას. მეორე შეთავაზება არის ერთი სრული დღის მომსახურება, რაც 150 ლარი ღირს. ანუ, ჩვენი თანამშრომელი მთელი დღის განმავლობაში დამკვეთს დაყვება სხვადასხვა ავტომობილის შესამოწმებლად და უმოწმებს იმდენს, რამდენსაც ხელს დაადებს. ხოლო მესამე შეთავაზება გვაქვს 250 ლარიანი პაკეტი, როდესაც კლიენტს შეუძლია სახლიდან გაუსვლელად დაგვიკვეთოს ავტომობილი. ის მოგვაწვდის ჩვენ კრიტერიუმებს თუ როგორი და რა ფასიანი ავტომობილი სურს და ჩვენ ამ კრიტერიუმების მიხედვით 2-დან 5 დღის ვადაში ვურჩევთ ვარიანტებს, ვამოწმებთ მათ და ყველა მათგანზე ვაწვდით შესაბამის დასკვნას. კლიენტს შეწუხება მოუწევს მხოლოდ გადაფორმებაზე მისასვლელად, დანარჩენს ყველაფერს ჩვენი კომპანია გაუკეთებს. 

-საიდან გაგიჩნდათ ეს ბიზნესიდეა?

-საზღავრგარეთ მსგავსი მომსახურება ძალიან პოპულარული და განვითარებულია, თუმცა საქართველოში საერთოდ არ იყო ამ ტიპის კომპანია, რაც გასაკვირია, რადგან დამერწმუნეთ, ჩვენს ქვეყანაში ძალიან საჭიროა ასეთი მომსახურება. მე პირადად უმარავი მაგალითი ვიცოდი, როდესაც ადამიანი არაკეთილსინდისიერად იქცეოდა და ატყუებდა კლიენტებს. განსაკუთრებით გადამყიდველები, რომლებსაც დამტვრეული მანქანები ჩამოყავთ და ატყუებენ ხალხს. ფაქტობრივად წინა დღის ააწყეს დაშლილი მანქანა და ასაღებენ ხოლმე როგორც კარგ მდგომარეობაში მყოფს. ყველას არ შეუძლია, რომ ცენტიდან გამოიყვანოს ახალი მერსედესი და გარკვეული თნახა აქვს სეგროვებული, რომლითაც სურს მანქანის შეძენა, ამ დროს კი შეიძლება მოტყუვდეს და იყიდოს ნაავარიები, ჩაძირული და ასე შემდეგ, ისე რომ არ იცოდეს ამის შესახებ. ბუნებრივია, რომ ვისაც ავტომობილის შეძენა სურს, ყველას არ ეცოდინება ის დეტალები რომ ძირეულად გაიგოს თუ რა ხარვეზი აქვს მანქანას. ერთია, როდესაც გიყვარს ავტომობილი და მეორეა ასეთი ნიუანსების ცოდნა. ამიტომ ასეთი ტიპის შემოწმებას მცოდნე და კვალიფიციური ადამიანი სჭირდება. 

-კვალიფიკაცია ახსენეთ და რამდენად არიან საქართველოში ამ მიმართულებით კვალიფიციური ადამიანები, თქვენ არ გაგიჭირდათ თქვენი კომპანიისთვის კადრების შერჩევა? 

-კი, აღმოჩნდა, რომ სერიოზული პრობლემაა ამ მხრივ, რადგან ისეთი სფეროა, სადაც გამოცდილება არის უმთავრესი და ეს გამოცდილება ყველას არ აქვს. ერთია, როდესაც თეორია იცი, მაგრამ პრაქტიკის გარეშე შეუძლებელია ასეთ სფეროში იმუშაო. ტექნიკურ უნივერსიტეტშიც ავტოინჟინერიაზე სწავლობენ, მაგრამ უშუალოდ ავტომობილს არ ასწავლიან. მას, ვისაც ამ მიმართულებით მაღალი კვალიფიკაცია აქვს, ის შეიძინა ბავშვობიდან მოყოლებული, ხელოსნებთან დგომით და  ყველა დეტალზე დაკვირვებით ხდება ამის სწავლება, სწავლობენ. მეც ზუსტად ასე ვიყავი, ბავშვობიდან ამაში ვარ ჩართული და მცირე ასაკიდან მაქვს კვალიფიკაცია, შემდეგაც თუკი სადმე რამე იყო, კლუბები და ასე შემდეგ, ყველგან და ყველაფერში ჩართული ვიყავი, რაც ავტომობილებს ეხებოდა და ცოდნა წლების განმავლობაში დავაგროვე.

-კომპანიის დაარსებისას თუ გიფიქრიათ ძირითადად ვინ იქნებოდნენ თქვენი კლიენტი, რაიმე კონკრეტული სეგმენტისთვის ხომ არ იქნებოდა გათვლილი? 

- "ავტო ექსპერტის" მომსახურებით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, არანაირი კონკრეტული სეგმენიტისთვის არაა გათვლილი. თავდაპირველად კი ვიფიქრე, რომ კლიენტები ძირითადად ქალები იქნებოდნენ, რადგან ზოგს ნაკლებად ესმის ავტომობილი, ასევე ხელოსნებთან სიარულიც მაინც და მაინც არ სიამოვნებთ ხოლმე, თუმცა ასე არ აღმოჩნდა. დღესდღეობით ისე მოხდა, რომ მამრობითი სქესის მომხმარებელი მეტი გვყავს.
 

- ამ ეტაპზე რა გეგმები გაქვთ, როგორ ფიქრობთ კომპანიის განვითარებას? 

-პირველ რიგში, კომპანიის PR-ზე უნდა ვიზრუნოთ, რომ რაც შეიძლება ბევრმა ადამინმა გაიგოს ჩვენი არსებობის შესახებ. ამ ეტაპზე მხოლოდ ფლაერებითა და სოციალური ქსელით მოვახერხეთ იმდენი, რომ უკვე მუდმივი კლიენტებიც კი გვყავს, მოგეხსებათ, ზოგი ხშირად ცვლის ავტომობილს. შესაბამისად, ამ ეტაპზე ყველაზე მიშვნელოვნად ცნობადობის ამაღლება მიმაჩნია, რადგან ბაზარზე უკონკურენტო ვართ, ინოვაციურები ვართ და თან ვიცით, რომ ნამდვილად დგას ჩვენი სერვისების საჭიროება. აქედან გამომდინარე, უფრო მეტი თანამშრომლის აყვანას და სტაფის გაზრდას ვგეგმავ. ასევე გვეგმავ, რამდენიმე კომპანიასთან თანამშრომლობას, რომლებიც ყიდიან ავტომობილებს, თუმცა ისეთ კომპანიებთან, ვინც კლიენტს არ ატყუებს, რადგან ზოგი ისეთ მანქანებს ყიდის, რომ ჩემი დანახვა არ სიამოვნებთ ხოლმე და არც აწყობთ, რომ მათ კომპანიაში შევიდე. ჯერ სულ სამი თვეა რაც ვარსებობთ და შესაბამის სეგმენტში უკვე გვცნობენ და გარკვეული იმიჯი და რეპუტაციაც შეგვექმნა, რაც ძალიან დიდი სტიმულია და ერთგავარი მოტივაციის მომცემიც, რომ მეტი გავაკეთოთ და უფრო ცნობილი და ავტორიტეტული გავხადოთ "ავტო ექსპერტი". 

 

თარიღი: 2019/05/08