Mercedes-Benz Business Week Georgia პირველად თბილისში ჩატარდება
8-9 ივნისს Mercedes-Benz-ისა და Bene Exclusive-ს ორგანიზებით Mercedes-Benz Business Week Georgia მსოფლიოში პირველად, თბილისში ჩატარდება.

პროექტის მიზანი რეგიონში ბიზნეს სექტორის განვითარების ხელშეწყობა და ამ პროცესში უცხოელი ინვესტორების აქტიური ინტეგრირებაა.

კვირეულის ფარგლებში ქართველი და საერთაშორისო სპიკერები ისაუბრებენ სხვადასხვა თემებზე და საკუთარ ბიზნეს გამოცდილებას გაუზიარებენ მოწვეულ სტუმრებს.

საერთაშორისო ბიზნეს კვირეული საქართველოში სს "დაიმლერის" ოფიციალური წარმომადგენლების, „ბენე ექსკლუზივი“-სა და შპს „აკა “-ს ორგანიზებით განხორციელდება.


ღონისძიების ფარგლებში შესაძლებელი იქნება კომპანიებმა წინასწარ დაგეგმონ საქმიანი შეხვედრები პოტენციურ პარტნიორებთან, რომლის ორგანიზებას Networking Georgia-ს გუნდი უზრუნველყოფს.

8 ივნისი:

სასტუმრო ბილთმორ თბილისი
- 15:00 -16:00 რეგისტრაცია
- 16:00 – 16:45 მოწვეული ქართველი სპიკერი
- 16:45 – 17:30 მოწვეული სპიკერი Ilkhomjon Fayziev – მერსედეს-ბენც დაიმლერის
აღმოსავლეთ ევროპის რეგიონალური მენეჯერი
- 17:30- 18:00 შესვენება
- 18:00 – 19:30 საერთაშორისო სპიკერი Andriy Fedoriv
- 19:30 -20:00 ინტერაქციული დისკუსია Andriy Fedoriv-თან
- 20:00 – 22:00 B2B შეხვედრები

9 ივნისი:

კლუბი რესპუბლიკა
- 21:00 – 21:15 რეგისტრაცია
- 21:15 – 22:00 კომპანიების პრეზენტაციები
- 21:15 – 22:00 B2B შეხვედრები
- 22:00 - 23:30 საქსაფონისტი Max the Sax
- 23:30 – 02:00 მოწვეული DJ

თარიღი: 2019/06/04