ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების - „ტურიზმის და მასპინძლობის მე-4 კონფერენცია’’ გაიმართება
18 ივნისს Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების - „ტურიზმის და მასპინძლობის მე-4 კონფერენცია’’ იმართება.

კონფერენცია მოიცავს:

პანელურ დისკუსიებს ტურიზმის და მასპინძლობის ინდუტრიაში მიმდინარე გამოწვევების და შესაძლებლობების შესახებ;
ბაზრის წამყვანი მიმწოდებლების და ინდუსტრიის ექსპერტების საინტერესო პრეზენტაციებს
B2B შეხვედრებს ინდუსტრიის მნიშვნელოვან წარმომადგენლებთან;
საერთაშორისო მედიის პრეზენტაციებს;
Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების 2019 წლის მე-5 საიუბილეო ცერემონიის დეტალურ პრეზენტაციას.

მეოთხე ტურიზმის და მასპინძლობის კონფერენცია Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ფარგლებში არის უნიკალური პლატფორმა ინდუსტრიის წარმომადგენელთათვის. კონფერენცია მიზნად ისახავს ერთად შეკრიბოს შესაბამისი ინდუსტრიისა და სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლები, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები და მედია. ეს კონფერენცია არის საუკეთესო გზა კომუნიკაციისთვის, ინფორმაციის გაცვლისა და ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიისა და ზოგადად ქართული ბიზნეს ინდუსტრიის სიახლეების გაგებისათვის.

სარეგისტრაციო ლინკი: b2b.awards-tourism.com/register
დღის წესრიგი: awards-tourism.com/?page_id=32964

თარიღი: 2019/06/04