„დელოვეი" – პირველი ქართული „ბუქინგ” პლატფორმა
„დელოვეი" – ეს არის პირველი ქართული „ბუქინგ” პლატფორმა, რომელიც  სასტუმროებთან და პრემიუმ კლასის სახლების მეპატრონეებთან თანამშრომლობს და მათ უძრავი ქონების მენეჯმენტს უწევს.  „დელოვეის“ სერვისი გულისხმობს ბინის და სასტუმროს, როგორც საკუთარ პლატფორმაზე (www.delloway.com), ასევე, Airbnb-სა და Booking.com-ზე განთავსებას და სხვა ქართულ თუ უცხოურ ტურისტულ კომპანიებთან თანამშრომლობას.

სტარტაპი WWW.DELLOWAY.COM განსხვავებული ბიზნეს მოდელით აკავშირებს სახლებისა თუ სასტუმროების მეპატრონეებსა და მქირავებლებს.

                           

უძრავი ქონებისა და სასტუმროების მენეჯმენტის მომსახურება მოიცავს პარტნიორებისათვის კონსულტაციის გაწევას, პროფესიონალური ფოტოსურათების გადაღებასა და განთავსებას, დასუფთავებას, სტუმრის მიღებასა და გაცილებას.

მომხმარებლებს კი სთავაზობს ქართულ ბაზარზე ყველაზე მარტივ გზას, დაჯავშნონ სასურველი აპარტამენტი თუ სასტუმროს ნომერი 1 წუთში სახლიდან გაუსვლელად ყოველგვარი ზედმეტი ზარებისა და მიმოწერის გარეშე, ონლაინ ფეიმენთის გზით. მაქსიმალური კმაყოფილების მისაღწევად, დელოვეი სტუმრებს დახვედრასა და გაცილებას, გასაღების მიწოდებას, დასუფთავებას და მთლიანი ვიზიტის განმავლობაში უწყვეტ კომუნიკაციას სთავაზობს.  სერვისი მორგებულია როგორც ლოკალურ მომხმარებლებზე, ასევე ტურისტებზე მოკლევადიანი თუ გრძელვადიანი ვიზიტებისათვის.

ახლად დაარსებული კომპანიის პირველი პარტნიორი „გარდენია შევარდნაძე“ გახდა, რომელთანაც „დელოვეიმ“ სულ რამდენიმე კვირის წინ დაიწყო თანამშრომლობა და სასტუმრო „ვილა გარდენიამ“  მცირე ხნის მანძილზე საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია.

                           

აქამდე „დელოვეი“ მხოლოდ თბილისში ოპერირებდა, ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად "დელოვეი" 1-ლი ივნისიდან ბათუმის ბაზარზეც არის წარმოდგენილი. 

 

იხ: კომპანია facebook–ზე  Delloway • დელოვეი 

 

ავტორი: Business Post
თარიღი: 2019/06/05