მსოფლიო მასშტაბის სტარტაპების კონკურსი - SEEDSTARS TBILISI 2019 დაიწყო
Seedstars Tbilisi 2019 დაიწყო. აღნიშნულის ფარგლებში მსოფლიო მასშტაბის სტარტაპების კონკურსი ტარდება, რომელიც მომავალ მეწარმეებს საკუთარი ბიზნეს პროექტის რეალობად ქცევის საშუალებას აძლევს.

„ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ (AGH) , „საქართველოს ვენჩურული კაპიტალის ასოციაციის“(GVCA), საპარტნიორო ფონდის, სტარტაპ საქართველოს და USAID/G4G მხარდაჭერით, თბილისში უკვე მეოთხედ ჩატარდება გლობალური მასშტაბის სტარტაპების კონკურსი Seedstars World 2019.

Seedstar Tbilisi 2019-ის ფარგლებში მონაწილეებს შეუძლიათ:

* მიიღონ მონაწილეობა Seedstar-ის გლობალურ სამიტზე
შვეიცარიაში და მოიგონ 500,000 USD;
* მიიღონ საკუთარი ბიზნესის დაფინანსების შანსი;
* მოიპოვონ 2019 წლის საუკეთესო ქართული სტარტაპის
წოდება;
* გახდნენ რეგიონალური და გლობალური Seedstar სამიტის წევრი;
* მიიღონ ცოდნა ადგილობრივი და რეგიონალური Seedstar
მენტორებისგან;
* 1 თვის მანძილზე უფასოდ ჩაერთონ სპეციალურ საინვესტიციო
მზადყოფნის პროგრამაში (Investment readiness Program).

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ შემდეგ მისამართზე:
https://www.seedstarsworld.com/event/seedstars-tbilisi-2019

თარიღი: 2019/06/09