ტრენინგცენტრი „სიდისი" ტურისტულ სექტორს მხარდაჭერას სთავაზობს 
ტრენინგცენტრ „სიდისის" ტურისტული სექტორისთვის ადმინისტრირებისა და გაყიდვების მიმართულებით ტრენინგებზე განსაკუთრებული შეთავაზება აქვს. 

ამის შესახებ განცხადება კომპანიამ თავის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა. 

"სპეციალური შეთავაზება ტურისტული სექტორისთვის!!! რუსეთის მთავრობის მიერ დაწესებული სანქციების გათვალისწინებით:
 
"სიდისი" ტრენინგ ცენტრი მზადაა მხარდაჭერა გაუწიოს, ტურიზმის სექტორში დასაქმებულ როგორც კომპანიებს, ასევე ფიზიკურ პირებს. 

იმისთვის, რომ უკეთესად შეძლოთ საკუთარი საქმიანობოს წარმართვა და მოახერხოთ ახალ ბაზრებზე გასვლა, გთავაზობთ განსაკუთრებულ პირობებს ტრენინგებზე ტურიზმის ადმინისტრირების და გაყიდვების მიმართულებით." - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. 

თარიღი: 2019/06/23