აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია​ "ლოიალტე" ტურისტულ სექტორს მხარდაჭერას სთავაზობს
აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია​ "ლოიალტე", ქართული ბრენდი, რომელიც დაკომპლექტებულია სრულად ქართული მენეჯმენტით, ქართველი აუდიტორებითა და კონსულტანტებით, ტურისტულ სექტორს მხარდაჭერას სთავაზობს. 

ამის შესახებ კომპანია ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერს. 

"რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს მიმართულებით აიკრძალა ავიარეისები. ტურისტულ სექტორში მომუშავე კომპანიებს "ლოიალტე" გთავაზობთ მხარდაჭერას, კერძოდ, უფასო კონსულტაციებს საგადასახადო და იურიდიულ საკითხებში" - ნათქვამია განცხადებაში. 

 

 

თარიღი: 2019/06/24