„საპონერია" - უარს ვამბობთ რუსი მომხმარებლების მომსახურებაზე
კომპანია „საპონერია" რუსეთის მიერ დაწესებულ ტურისტულ ემბარგოს შემდეგნაირად პასუხობს:

„საპონერიას გუნდი სრულად იზიარებს საქართველოში მიმდინარე პროცესებს და კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ რუსეთი ოკუპანტია.

ასევე ვუერთდებით რესტორან ეზო • ezo-ს დაწყებულ ინიციატივას:

1. უარს ვამბობთ რუსი მომხმარებლების მომსახურებაზე, თუ ისინი არ აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

2. უარს ვამბობთ რუსეთიდან ნებისმიერი ნედლეულის, თუნდაც მცირე რაოდენობით იმპორტზე და ვწყვეტთ რუს მომწოდებლებთან ურთიერთობას.

გვინდა თხოვნით მივმართოთ ჩვენს აუდიტორიას და მომხმარებლებს: იყიდეთ ქართული! ქართულ ბაზარზე უამრავი კომპანიაა, რომელსაც შეუძლია რუსეთიდან იმპორტირებული თავის მოვლის საშუალებების (და არა მარტო) ძალიან ეფექტურად, ხარისხიანად და მისაღებ ფასად ჩანაცვლება.

თითოეულ მოქალაქეს, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია!
ჩვენ შეგვიძლია, ვიყოთ ეკონომიკურად დამოუკიდებლები, თუკი გავერთიანდებით!

დაასხი წყალი ქართულ წისქვილზე!" - აღნიშნულია მათ განცხადებაში.

თარიღი: 2019/06/24