ტექნოპარკში 650 000 - ლარიანი საგრანტო პროგრამის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება
2019 წლის 28 ივნისს 16:30 - საათზე ტექნოპარკში ინოვაციების სააგენტოს 650 000 - ლარიანი საგრანტო პროგრამის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება.

650 000 - ლარიანი გრანტების პროგრამის მიზანია მოახდინოს ინოვაციების, ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება და ჩართვა ქვეყნის ეკონომიკაში.

პროგრამის მეშვეობით ქართული მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები, რომელთაც გააჩნიათ პოტენციალი საკუთარი ინოვაცია განავითარონ და წარადგინონ მსოფლიოს დონეზე, მოახდენენ ინოვაციური პროდუქტის პოზიციონირებას გლობალურ ბაზარზე. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გლობალური პოტენციალის მქონე პროდუქტი - ტექნოლოგიური ან ბიზნეს-პროცესული ინოვაცია, რომელიც ნათლად ასოცირებული იქნება საქართველოსთან.

თუ გაქვს ინოვაციური იდეა, რომელიც გსურს განახორციელო შენი არსებული ბიზნესის ფარგლებში, ნუ გაუშვებ შანსს, დაესწარი საინფორმაციო დღეს ტექნოპარკში და მიიღე მაქსიმალური ინფორმაცია საგრანტო პროგრამის შესახებ.

განაცხადის შესავსებად და დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: www.grants.gov.ge

თარიღი: 2019/06/26