Soplidan.ge - ბიოპროდუქტებზე მოთხოვნა მატულობს
ბიოპროდუქტებზე მოთხოვნა მატულობს. კერძოდ, როგორც საიტი Soplidan.ge სოციალურ ქსელში წერს, მომხმარებლის მოთხოვნით მათ პროდუქციას ბიო კარტოფილი და ბროკოლი დაემატა:

„კარგი ამბავი გვაქვს თქვენთვის - ნიკა ბაგალიშვილის ბიო კარტოფილი და ბროკოლი უკვე ჩვენს საიტზეა! ნიკას წნორში აქვს პატარა ბიო-მეურნეობა და მალე სხვა სეზონურ პროდუქტსაც შეგვმატებს.

ამჩნევთ, რომ ჩვენი უსასუქო ბოსტნეულის კატეგორია თვალსა და ხელს შუა იზრდება?
შეუკვეთავთ და მეორე დღეს სახლში მოგიტანთ."- ნათქვამია განცხადებაში.

ავტორი:
თარიღი: 2019/06/30