ფინანსურმა ჟურნალმა EMEA Finance-მა „თიბისი" საქართველოში საუკეთესო ბანკად დაასახელა
„თიბისი ბანკი“ ავტორიტეტული ფინანსური ჟურნალის, EMEA Finance-ის მიერ საქართველოში საუკეთესო ბანკად დასახელდა.

აღნიშნული ჯილდო „თიბისიმ“ ზედიზედ უკვე მერვედ მიიღო.

„გარდა ამისა, EMEA Finance-მა თიბისი 2018 წლის საქართველოს საუკეთესო საინვესტიციო ბანკად, მისი შვილობილი კომპანია, თიბისი კაპიტალი კი საუკეთესო საბროკერო კომპანიად დაასახელა."- ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც ბანკი ავრცელებს.

თარიღი: 2019/07/09