გიორგი რამიშვილი - იმედი მაქვს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებით პროცესები გამჭვირვალედ წარიმართება
იმედი მაქვს, რომ პროცესები წარიმართება გამჭვირვალედ და საქართველოსთვის სასიკეთოდ დამთავრდება, – ამის შესახებ „სილქნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი რამიშვილმა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრალდებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ჩვენ მეგობრები ვართ და დღევანდელ დღეს ჩვენ სხვა მესიჯი გვაქვს. ამ თემაზე ბევრი არ მინდა ვილაპარაკო, მაგრამ მინდა ვთქვა, ვართ მეგობრები და იმედი მაქვს, რომ პროცესები წარიმართება გამჭვირვალედ. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი საქართველოსთვის სასიკეთოდ დამთავრდება“,- აღნიშნა გიორგი რამიშვილმა.

გენერალურმა პროკურატურამ "თიბისი ბანკის" დამფუძნებლებს - მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარუდგინა. საქმე ეხება 16 754 000 დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას.

წყარო: 1tv.ge

ავტორი:
თარიღი: 2019/07/25