საქართველოდან აგრო პროდუქტის ექსპორტმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2018 წელს საქართველოდან აგრო პროდუქტის ექსპორტმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.

კერძოდ, წინასწარი მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებულია 959.2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 23.2%-ით აღემატება 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები 2018 წლის ექსპორტის მიხედვით (ცვლილება წინა წელთან შედარებით):

• აზერბაიჯანი - 120%
• ყაზახეთი - 78%
• უკრაინა- 25%
• ევროკავშირის ქვეყნები - 6%

უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები საქართველოს ექსპორტში (ცვლილება წინა წელთან შედარებით, ღირებულების მიხედვით):

• ქართული ღვინო - 15%
• ცხვრის ან თხის ხორცი - 53%
• უალკოჰოლო გაზიანი სასმელები 54%
• მინერალური და მტკნარი წყლები- 15%
• სპირტიანი სასმელები - 2%

თარიღი: 2019/02/10