„ანაკლიის პორტს აუცილებლად გვექნება ყველაზე ეფექტური ოპერაციები, მაგრამ გლობალურ და რეგიონალურ მოვლენებს ვერ გავაკონტროლებთ“
საქართველოს პორტებში საკონტეინერო ბაზარი იზრდება სწრაფად, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ანაკლია სითის" ფინანსური დირექტორი გიორგი ჩუგოშვილი წერს.

მისი თქმით, საქართველოს პორტებში საკონტეინერო ბაზარი იზრდება სწრაფად:

ამ პოსტს სამი მთავარი მესიჯი აქვს:

პირველი-საქართველოს პორტებში საკონტეინერო ბაზარი იზრდება სწრაფად:

2017 წელს ზრდა იყო +19.8%;
2018 წელს ზრდა იყო +15.0%;
2019 წელს ზრდა იყო +22.6% (ორი თვე);
2018 წელს გავატარეთ 453,938 TEU - წლის ისტორიული მაქსიმუმი;
2019 წლის იანვარში, ერთ თვეში, გავატარეთ 45,394 TEU - თვის ისტორიული მაქსიმუმი;
2020 წლის ბოლოს არსებული პორტები იქნებიან გამტარუნარიანობის მაქსიმუმზე.

მეორე - საქართველოს პორტებში გადამუშავებული საკონტეინერო ტვირთების დიდი ნაწილი არის ტრანზიტული!

საქართველოს პორტები ემსახურებიან:

სომხეთს;
აზერბაიჯანს;
ირანს;
თურქმენეთს;
ყაზახეთს;
უზბეკეთს;
ტაჯიკეთს;
ავღანეთს;
ჩინეთს;
პოსტ-საბჭოთა ქვეყნებს;
ევროპის ქვეყნებს;
და სხვა.

თუ საქართველო იქნება ლოგისტიკური ჰაბი, ტრანზიტის წილი მთლიან ტვირთბრუნვაში იქნება მაღალი.

დღეს რაც უფრო შორს მივდივართ, ნაკლებად ვემსახურებით.

დღეს რაც უფრო ცუდი ინფრასტრუქტურა გვაქვს და უფრო შორს მივდივართ, კიდევ უფრო ნაკლებად ვემსახურებით.

მესამე - ტრანზიტული ტვირთების მოცულობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული პოლიტიკურ-ეკონომიკურ, რეგიონალურ და გლობალურ სიტუაციაზე!!!

2008-2009 წელი - რუსეთ-საქართველოს ომი მსოფლიო ფინანსური კრიზისი;
2014-2015 წელი-ნავთობის ფასის ვარდნა;
აზერბაიჯანის ეკონომიკის რეცესია;
თურქმენეთის ეკონომიკის რეცესია;
ყაზახეთის ეკონომიკის რეცესია;
უკრაინის ომი;
რუსეთის სანქციები და ეკონომიკის რეცესია;
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გამწვავება;
თურქეთის სამხედრო გადატრიალების მცდელობა;
აშშ დოლარის გლობალური გამყარება...

ეს ყველაფერი პირდაპირ აისახება ტრანზიტულ საკონტეინერო ტვირთბრუნვაზე.

ანაკლიის პორტს აუცილებლად გვექნება ყველაზე ეფექტური ოპერაციები, მაგრამ გლობალურ და რეგიონალურ მოვლენებს ვერ გავაკონტროლებთ.

Fin. " - წერს ჩუგოშვილი.

თარიღი: 2019/03/13