ტექნოპარკში ახალგაზრდა ინოვატორთა კონკურსში გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართება
ხვალ, 2019 წლის 15 აპრილს, 10:00 საათზე ტექნოპარკში ახალგაზრდა ინოვატორთა კონკურსში გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართება, რომელიც დაწესდა იტალიის ტექნოლოგიური ინოვაციების ფონდის COTEC-სა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის 2018 წელს იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის სერჯო მატარელას (რომელიც COTEC-ს საპატიო პრეზიდენტიცაა) საქართველოში ოფიციალური ვიზიტის დროს ხელმოწერილი შეთანხმების ფარგლებში.

კონკურსში გამარჯვებული ორი ახალგაზრდა ინოვატორი სამთვიან სტაჟირებას გაივლის იტალიაში.

დაჯილდოების პარალელურად ტექნოპარკში გაიმართება სემინარი თემაზე - “გადასვლა იდეიდან წარმოებამდე, ინტუიციიდან ბიზნესზე”.

ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია და იტალიის ელჩი ანტონიო ბარტოლი დაესწრებიან.

თარიღი: 2019/04/14