ბიზნესომბუდსმენი: კრიტიკულ საკითხად რჩება საბანკო რეგულაციების გავლენა
ირაკლი ლექვინაძემ მედიას ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობის სტატისტიკა წარუდგინა, - ინფორმაციას ბიზნესომბუდსმენის აპარატი ავრცელებს:

„კრიტიკულ საკითხად რჩება სხვადასხვა ბიზნეს სექტორებზე, მათ შორის სამშენებლო და საცალო ვაჭრობის სფეროებში დასაქმებული კომპანიებისთვის, საბანკო რეგულაციების გავლენა. ბიზნესომბუდსმენის აპარატი აქტიურ კომუნიკაციაშია რეგულაციის გავლენის ქვეშ მყოფ კომპანიებთან და მიაჩნია რომ მნიშვნელოვანია მათი შერბილება, რადგან ამან დრამატული გავლენა არ მოახდინოს მათ ბიზნეს აქტივობაზე“, - განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა.

თარიღი: 2019/04/15