ბიზნესომბუდსმენი - თბილისის მერიამ მიწის მესაკუთრეებს ალტერნატივა უნდა შესთავაზოს
ირაკლი ლექვინაძემ მედიას ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობის სტატისტიკა წარუდგინა, - ინფორმაციას ბიზნესომბუდსმენის აპარატი ავრცელებს:

„მიგვაჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მიწის მესაკუთრეებისათვის განხილული და შეთავაზებული უნდა იქნას პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა ალტერნატივა, მათ შორის მიწის ნაკვეთების მონაცვლეობის გამოყენებით, რათა არ შეილახოს მათი სამეწარმეო ინტერესები და შეუფერხებლად მოახერხონ ბიზნესსაქმიანობის გაგრძელება“, - ამბობს ირაკლი ლექვინაძე.

თარიღი: 2019/04/15