ბიზნესომბუდსმენი - კლინიკებს საჯარიმო სანქციებზე რჩებათ დავის დაწყების ან გაგრძელების პერსპექტივა
ირაკლი ლექვინაძემ მედიას ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობის სტატისტიკა წარუდგინა, - ინფორმაციას ბიზნესომბუდსმენის აპარატი ავრცელებს:

„გაგზავნილი რეკომენდაციების შედეგად 3 თვის ვადით გამოცხადდა მორატორიუმი სამედიცინო დაწესებულებებისთვის გეგმიური ამბულატორიული მომსახურების ფარგლებში დაკისრებული საჯარიმო სანქციების დაკავების გზით აღსრულებაზე, განხორციელდა კლინიკებისთვის არსებული დავალიანების მნიშვნელოვანი ნაწილის ამნისტირება. ამნისტიის შესრულების შემდეგ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ შემუშავდა დარჩენილი თანხის გადახდის/ადმინისტრირების მოქნილი მექანიზმი და თანხის დაკავების პროპორციები 20% და 50%, მნიშვნელოვნად - 5% და 10%-მდე შემცირდა. ამასთან, თანხა რომელზეც გაფორმდება გრაფიკი, არ ჩაითვლება აღიარებულ დავალიანებად და კლინიკებს რჩებათ დავის დაწყების/გაგრძელების პერსპექტივა“, - ამბობს ირაკლი ლექვინაძე. 

თარიღი: 2019/04/15