მარტში საქართველოს ექსპორტმა $321 მილიონი დოლარი შეადგინა
2019 წლის მარტში საქართველოს ექსპორტმა $321 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2018 წელთან შედარებით 12.3%-ით მეტია, - ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

რაც შეეხება იმპორტს, 2019 წელს იმპორტი $740 მილიონამდე შემცირდა, მაშინ როცა 2018 წლის მარტში საქართველოს იმპორტი $844 მილიონი იყო.

მთლიანობაში 2019 წლის იანვარ-მარტში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) $2,807,000,000 აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 0.1%-ით ნაკლებია.

თარიღი: 2019/04/15