თბილისში მინის მწარმოებელი ქარხანა გაიხსნა
სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, თბილისში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მინის მწარმოებელი ქარხანა გაიხსნა, რისთვისაც 900 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა და დამატებითი სამუშაო ადგილები შეიქმნა.

ახალი საწარმოს ასაშენებლად შპს“ ნეოგლასს“ დიდ დიღომში მდებარე 1006 კვ.მ. მიწის ნაკვეთი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან 1 ლარად, საინვესტიციო პირობებით გადაეცა. საწარმოს ძირითადი მიმართულება არქიტექტურული მინის, მეტალო-პლასტმასის და ალუმინის კარ-ფანჯრების წარმოებაა. პროდუქცია ადგილობრივი ბაზრისთვის არის გათვლილი.

თარიღი: 2019/06/11