სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით რძის გადამამუშავებელი საწარმო „ზეკარი" შეიქმნა
თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო, შპს „ზეკარი“ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა.

ინფორმაციას სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ავრცელებს.

საწარმოში ჯამურად 996,000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 428,000 ლარი გრანტია, ხოლო 461,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი. საწარმოში დღე-ღამეში 12 ტონა რძე მუშავდება და იწარმოება სამი სახის ყველი: ქართული, იმერული და სულგუნი. პროდუქციის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე ახდენენ. გადამმუშავებელ საწარმოში 15 ადამიანია დასაქმებული. კომპანიაში დაგეგმილია, 2019 წელს, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მხარდაჭერით, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტის (HACCP) დანერგვა.

თარიღი: 2019/06/11