2019 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 5 968.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 0.6 პროცენტით ნაკლებია
საქსტატის მონაცემებით 2019 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5 968.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 0.6 პროცენტით ნაკლებია. ამ პერიოდში  ექსპორტი 11.5%-ით გაიზარდა და 1 775.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 4.9%-ით შემცირდა. 

 

 

თარიღი: 2019/08/09