შემოწმების შედეგად, 42 დასახელების პროდუქტიდან 6-ში არასაკვები საღებავი აღმოჩნდა
საქართველოს “სტატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად, 42 დასახელების პროდუქტიდან 6-ში არასაკვები საღებავი აღმოჩნდა.

შემოწმდა 42 დასახელების ტყემლის, პომიდვრის საწებლის, აჯიკისა და წითელი წიწაკის (დაფქვილი) ნიმუშები, რომელიც გერმანიის ლაბორატორიაში არასაკვები საღებავების ჯგუფის (12 საღებავი) შემცველობაზე შესამოწმებლად გაიგზავნა.

“სტატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ ინფორმაციით, ამ საღებავების სისტემატური მოხმარება ხელს უწყობს სიმსივნის წარმოქმნას ან გენების გადაგვარებას.

პროდუქტების ჩამონათვალი,სადაც არასაკვები საღებავი აღმოჩნდა:

შპს „გსქ კულა“ -ტყემალი წითელი, კლასიკური;
შპს მარნეულის სასურსათო ქარხანა - ტრადიციული წითელი ტყემალი;
შპს „ფუდსერვისი“ ტომატის საწებელი Supremo;
შპს „ეს“ - ეს აჯიკა;
შპს Soledo - ჩილი სოუსი ცხარე;
თეთნულდი - მშრალი აჯიკა



 

თარიღი: 2019/08/16