თბილისში, საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების 20 წლის, ევროპის საბჭოს 70 წლისა და ევროპის საბჭოს კონგრესის 25 წლის იუბილეებისადმი მიძღვნილი საზეიმო ცერემონია გაიმართება
24 სექტემბერს, 10:00 საათზე, თბილისის საკრებულოში საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) პრეზიდენტის, დედაქალაქის მერის - კახა კალაძის ინიციატივით, თბილისში, საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების 20 წლის, ევროპის საბჭოს 70 წლისა და ევროპის საბჭოს კონგრესის 25 წლის იუბილეებისადმი მიძღვნილი საზეიმო ცერემონია გაიმართება.
ღონისძიების ფარგლებში, კონფერენცია ,,ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული კონგრესის როლი საქართველოს ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებაში“ ჩატარდება და ადგილობრივ დონეზე ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის შესახებ ევროპულ ქარტიას ხელი მოეწერება.
ღონისძიებას ევროსაბჭოს კონგრესის, ასევე საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.

თარიღი: 2019/09/23