გახარია-BAG-ის: ეს არის შემოთავაზებული თამაშის წესები, რითაც ხვალიდან უკვე ვმუშაობთ
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ახალი ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი BAG-ის წევრებს წარუდგინა და დაუხასიათა.

მიხეილ დაუშვილი ბიზნეოსმბუდსმენის რანგში საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის წევრებს ამ წუთებში ხვდება. შეხვედრას გიორგი გახარიაც ესწრება.

„რამდენიმე კონკრეტულ მიზანს მინდა მივაღწიო დღეს აქ თქვენთან საუბრით, რა თქმა უნდა, ეს გახლავთ ბიზნესომბუდსმენის წარდგენა და გარკვეულ თამაშის წესებზე სუაბარი. ყველაზე მნიშვნელოვანი ის გახლავთ, რომ მინდა იცოდეთ, მიხეილ დაუშვილი ჯერ ჩემი ბიზნესომბუდსმენობის პერიოდში შემოუერთდა აპარატს. მაშინ თუ გახსოვთ ბიზნესომბუდსმენის აპარატი და ეკონომიკური საბჭო ერთად მჭიდროდ მუშაობდა და ჩვენ გვჭირდებოდა ძლიერი, კორპორატიული სამართლის მცოდნე ადამიანი და კერძო სექტორიდან წამოვიყვანეთ ეს ახალგაზრდა კაცი, რომელიც დარწმუნებული ვარ, იქნება ყველაზე სწორი და ეფექტური მედიატორი სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის.

რატომ? გარდა იმ ცოდნისა და კომპეტენციისა, რაც მას გააჩნია, რაც, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ჩემი გამოცდილებიდან შემიძლია გითხრათ, რომ საკმარისი არ არის, რადგან ძალზე მნიშვნელოვანია პირდაპირი და სწრაფი კავშირი და მიხეილს ეს კავშირი ექნება და ნებისმიერი პრობლემა, რომელიც მივა მასთან, მინდა იცოდეთ, დაპირების სახით, რომ იმ დღესვე, რამდენიმე წუთის ან საათის განმავლობაში მოვა ჩემთან. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ეს არის ის, რაც ჩვენ გვჭირდება უახლოესი ერთი წლის განმავლობაში. ეს ჩათვალეთ, რომ არის ყველაზე მნიშვნელოვანი მესიჯი დღეს და მინდა იცოდეთ, რომ ეს არის შემოთავაზებული თამაშის წესები, რითაც ხვალიდან უკვე ვმუშაობთ“, - განაცხადა გახარიამ.

წყარო: BM.ge

ავტორი:
თარიღი: 2019/11/24