„მმართველობის ანგარიშგება“ - „ჯი-ი-სი“-ს ახალი შეთავაზება ბიზნესს -  რა შედეგებზე გაიყვანს საკონსულტაციო კომპანია დამკვეთებს   
 

საქმიანობის სფერო - საკონსულტაციო მომსახურება

პრიორიტეტი - ხარისხი, სანდოობა და ეფექტურობა

საფუძველი - ურთიერთთანამშრომლობა და სისტემური მიდგომა

მიზანი - ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა

 

„ჯი-ი-სი“-ს არსებობა ბაზარზე 8-წლიან ისტორიას ითვლის. ფასეულობები, რომლებზეც კომპანიის მუშაობაა დაფუძნებული, წარმატებული ურთიერთობის კულტურას  განსაზღვრავს. როგორც კომპანიის გუნდის წევრები ამბობენ, ჯი-ი-სი-ს ზრდას პარტნიორებთან მიღწეული შედეგები განაპირობებს.



რას სთავაზობს საკონსულტაციო კომპანია პოტენციურ კლიენტებს,  როგორია მიწოდების ფორმები და რატომ უნდა ისარგებლონ მათ მიერ შეთავაზებული ახალი სერვისით - ამ და სხვა კითხვებზე „ბიზნესპოსტს“ „ჯი-ი-სი“-ს პარტნიორებმა - გიორგი სიმონგულაშვილმა და ეკა ქათამაძემ, ასევე  ბიზნესკონსულტანტებმა - რევაზ ბაკურაძემ და ქეთევან მგელაძემ ისაუბრეს.

გიორგი სიმონგულაშვილი: “ჯი-ი-სი”-ს ძირითადი საქმიანობა არის სისტემური საკონსულტაციო მომსახურება, რომლითაც ჩვენ ვეხმარებით კომპანიებს, იყვნენ უფრო ეფექტიანები, მარტივად მიიღონ ცვლილებები, მიაღწიონ ზრდას და მათი საქმიანობის შედეგები არ ჩამორჩეს მომსახურებით დაინტერესებული პირების სურვილებს. სისტემურ კონსალტინგში ვგულისხობთ რომ ჩვენ ვუყურებთ კომპანიებს უფრო ფართო მასშტაბით. მაგალითისთვის, თუ კომპანიას აქვს გარკვეული ხარვეზები გაყიდვების თვალსაზრისით, ჩვენ ამას არ აღვიქვამთ, როგორც მხოლოდ გაყიდვების ხარვეზებს. მიზეზებს ვეძებთ მთლიან ბიზნესსისტემაში. ამაში მდგომარეობს სწორედ ჩვენი უპირატესობა. ჩვენ ჩავდივართ ორგანიზაციის სიღრმეებში, ვეძებთ და ვპოულობთ არსებული შეფერხების რეალურ მიზეზებს.

ეკა ქათამაძე: კომპანია ჩვენთან გარკვეული სიმპტომებით მოდის, მას რაღაც აწუხებს. ჩვენ, როგორც ექიმები, ვიკვლევთ (ვუტარებთ ანალიზს), ვსვამთ დიაგნოზს და ვუნიშნავთ მკურნალობას - ვუწერთ რეცეპტს. შემდეგ კი წამლების მოქმედებასაც ვადევნებთ თვალ-ყურს და ვამოწმებთ შედეგებს. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ზოგჯერ ძალიან გვიან მოგვმართავენ, როგორც უმეტესობა ჩვენგანი ექიმთან ვიზიტის დაგეგმვის დროს. ზოგადად, უმჯობესია, ყველაფრის დაგეგმვა  ჩანასახშივე მოხდეს, რომ კომპანიამ შეძლოს სხვადასხვა სახის ხარვეზების თავიდან აცილება. დასაწყისშივე დადებული არასწორი გეგმა, არასწორი მართვა, არასწორად დალაგებული სისტემა ქმნის სირთულეს, რომლის გამოსწორებასაც მეტი ძალისხმევა და ფინანსური რესურსი სჭირდება.

რევაზ ბაკურაძე: ვცდილობთ, მომსახურება არ იყოს ერთჯერადი ხასიათის. ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს ხარისხს, ხარისხი კი, თავის მხრივ, იწვევს ნდობას. ჩვენ სხვადასხვა სახის მომსახურებას ვუწევთ ჩვენს კლიენტებს: ვაწყობთ კომპანიის მართვის სისტემებს, ვაკეთებთ მათი ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციას, დამატებით ვაკეთებთ ინდუსტრიულ კვლევებს. ჩვენი თანამშრომლობა საქმის ერთჯერადი შესრულებით არ სრულდება. ჩვენ მივყვებით შედეგს და ერთი წლის განმავლობაში, ვცდილობთ,  შევაშველოთ რჩევები კომპანიის მართვის, ფუნქციონირებისა თუ სხვა მიმართულებით პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში.

გიორგი სიმონგულაშვილი: - ჩვენი კლიენტთან ურთიერთობის პრონციპი  შემდეგია - პროექტის საბოლოო პროდუქტის მიწოდების შემდეგ, მის შედეგზე პასუხისმგებლობლობას კომპანიასთან ერთად ვინაწილებთ.  კლიენტთან ურთიერთობა კიდევ ერთი წლის განმავლობაში გრძელდება პროექტის დასრულების შემდეგ. ამ პერიოდში ვნახულობთ შედეგებს და საჭიროებისამებრ ვაძლევთ რჩევებს. ჩვენ ამაში ანაზღაურებას არ ვიღებთ.

ერთ-ერთი პროდუქტი, რომელსაც თქვენ კლიენტებს სთავაზობთ, მმართველობის ანგარიშგებაა. იქნებ, უფრო კონკრეტულად განგვიმარტოთ, რაში გამოიხატება შემოთავაზება, რას გულისხმობს მმართველობის ანგარიშგება ზოგადად,  რამდენად შეუძლიათ კომპანიებს საკუთარი რესურსით მისი მომზადება და ვის სჭირდება ეს მომსახურება.

რევაზ ბაკურაძე: 2016 წელს შემუშავდა კანონი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“, რომლითაც კომპანიების განსაზღვრულ კატეგორიას დაევალა ფინანსურ ანგარიშგებასთან ერთად, მმართველობის ანგარიშგების წარდგენაც. თავისი შინაარსით მმართველობის ანგარიშგება არის კომპანიის სამეწარმეო საქმიანობის აღწერა,  რომელიც, ფინანსურ ანგარიშგებასთან ერთად,  დაინტერესებულ პირს ამ კომპანიის შესახებ სრულ წარმოდგენას უქმნის. აღნიშნული ინფორმაცია აგრეთვე ექვემდებარება გასაჯაროებას. პროცესს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური კურირებს. ჩვენი როლი ამ შემთხევაში არის ის, რომ შეგვიძლია ამ კომპანიებს დავეხმაროთ შესაბამისი ანგარიშგების მომზადებაში.

გვაქვს ორი ტიპის მიდგომა:

  1. დოკუმენტის, ანუ მმართველობის ანგარიშგების მომზადება
  2. კომპანიაში ძირეული ცვლილებების განხორციელება, რაც გულისხმობს კომპანიის პირველად შეფასებას, მართვის სისტემების დანერგვას და სხვა, რის შედეგადაც უფრო ხარისხიანი ინფორმაცია გენერირდება, რაც თავის მხრივ, დოკუმენტის მაღალი ხარისხით მომზადების საშუალებას იძლევა. შესაბამისად, არსებული და პოტენციური ინვესტორისათვის მეტად მიმზიდველი ხდება ანგარიშგება.
გიორგი სიმონგულაშვილი: როგორც დასაწყისში აღვნიშნე, როდესაც ვიწყებთ კომპანიასთან მუშაობას, პირველ რიგში, ვახორციელებთ მის სისტემურ ანალიზს და ამის მიხედვით ვთავაზობთ გაუმჯობესების გზებს, შესაბამისად, ყოველთვის ორიენტირებული ვიყავით შიდა სისტემების მოწესრიგებზე. თუ კომპანიას არ აქვს შიდა კონტროლის სისტემა ან აქვს გაუმართავი სტრატეგიული დაგეგმვის პროცესი, კომპანიას გაუჭირდება მმართველობის ანგარიშგების ამ ნაწილების მომზადება. ჩვენი რეკომენდაციაა, დაინერგოს მართვის სისტემები და მისი საშუალებით უზრუნველყოფილი ინფორმაცია გამოყენებულ იქნას ანგარიშგებისთვის, რაც გულისხმობს ანგარიშგების მომზადებისთვის საბოლოოდ ნაკლები დროის საჭიროებას და დაინტერსებული პირებისთვის უფრო მიმზიდველ დოკუმენტს.

ქეთევან მგელაძე: მმართველობის ანგარიშგება სამ კომპონენტს მოიცავს. ესენია: საქმიანობის მიმოხილვა, კორპორაციული მართვა და არაფინანსური ანგარიშგება (იხ. სრულად). საქმიანობის მიმოხილვის მიზანია, კომპანიამ დაინტერესებულ მხარეებს გააცნოს ინფორმაცია მისი ძირითადი საქმიანობის, დასახული მიზნების, ამ მიზნების მიღწევისთვის შემუშავებული სტრატეგიის და იდენტიფიცირებული რისკების შესახებ. კორპორაციული მართვის ანგარიშგება უმეტესად დაკავშირებულია კორპორაციული მართვის კოდექსის მოთხოვნებთან და მისი მიზანია აჩვენოს. თუ როგორ ხდება კომპანიის მიერ ამ მოთხოვნების შესრულება. არაფინანსური ანგარიშგება იძლევა ინფორმაციას კომპანიის კორპორაციული პასუხისმგებლობის საკითხების, სოციალურ თუ გარემოსდაცვითი პროექტების და პოლიტიკების შესახებ. ანგარიშგების საჯაროობა კომპანიას უბიძგებს, მოაწესრიგოს შიდა პროცესები და მეტად იყოს ორიენტირებული წარმატებულ შედეგებზე. მართალია, ეს იმასაც ნიშნავს, რომ ინფორმაცია კონკურენტებისთვისაც ხელმისაწვდომი გახდება, თუმცა ყურადღება მინდა გავამახვილო იმ პოტენციურ დადებით მხარეებზე, რომელიც სწორად მომზადებულ ანგარიშგებას შეიძლება ჰქონდეს: რეპუტაციის გაუმჯობესება  და ბრენდის მიმართ ლოიალურობის გაზრდა, როგორც მომხმარებლების ასევე, პოტენციური ინვესტორების მხრიდან, ანგარიშგების საშუალებით კომპანიას შეუძლია წარმოაჩინოს მისი ბიზნესის რეალური ღირებულება და კონკურენტული უპირატესობა.

რევაზ ბაკურაძე: ჩვენ ვცდილობთ, ვაჩვენოთ ჩვენი მომსახურების მომხმარებლებს, რომ მიზანი არ არის მხოლოდ კანონთან შესაბამისობა. მთავარია, მომზადდეს ისეთი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელი იქნება ზემოთ აღნიშნული სარგებლის მიღება. ინვესტორს ეძლევა საშუალება გაიგოს, რამდენად კარგად ესმის კომპანიის მენეჯმენტს საკუთარი ბიზნესმოდელი, რამდენად კარგად აქვს გათვლილი სამოქმედო ნაბიჯები და რამდენად სანდოა ის საბოლოო ჯამში. მმართველობის ანგარიშგების მომზადება კომპანიას საკუთარი რესურსებითაც შეუძლია, მაგრამ დგას სამი ტიპის გამოწვევის წინაშე:

  1. ადამიანური რესურსი, რომელიც ამ საქმით უნდა დაკავდეს
ორგანიზაცია დგას არჩევანის წინაშე, თავისი თანამშრომლები გადართოს ანგარიშგების მომზადებაზე და ამიტომ შეამციროს მათი ჩართულობა იმ მიმართულებებზე, რომელზეც ისინი იმ მომენტში მუშაობენ (შესაბამისად რისკის ქვეშ დგება ყოველდღიური საქმიანობა) ან მოიყვანოს გარე კადრი, რაც დამატებით ფინანსურ ხარჯებს უკავშირდება.

  1. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა კომპანიაში
ხშირ შემთხვევებში კომპანიებში (რაც პრაქტიკამ გვაჩვენა) არ არსებობს ინფორმაციის ერთიანი, კონსოლიდირებული ბაზა, რის გამოც გუნდი, რომელიც იმუშავებს ანგარიშგებაზე, იძულებული იქნება, მნიშვნელოვანი დრო დახარჯოს ანგარიშგებისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიებაზე - მიმართოს კომპანიის სხვადასხვა ერთეულსა თუ თანამშრომელს.

  1. არსებული ინფორმაციის ხარისხი
კომპანიაში მართვის სათანადო სისტემების არარსებობის შემთხვევაში (რისკების მართვა, საქმიანობის ძირითადი მაჩვენებლების სისტემა, სტრატეგიული მართვა და სხვა) ინფორმაცია, რომელიც აისახება მმართველობის ანგარიშგებაში ვერ უზრუნველყოფს დოკუმენტის იმ ხარისხს, რომელიც დამაკმაყოფილებელია გარე დაინტერესებული მხარეებისათვის და სარგებლის მომტანია თავად კომპანიისათვის.

მოცემული გამოწვევების ფონზე ბიზნესმა უნდა გაითვალისწინოს, რომ მართვის არასრულყოფილი სისტემების არსებობის შემთხვევაში ანგარიშგების მომზადება მოითხოვს დიდი ადამიანური რესურსის ჩართულობას. ამასთან, გამართული და კარგად ჩამოყალიბებული სისტემების არსებობის შემთხვევაში, მცირდება შიდა რესურსების დახარჯვა ანგარიშგების მომზადებაზე და იზრდება როგორც ანგარიშგების ხარისხი, ისე მთლიანი კომპანიის ეფექტურობა და ეფექტიანობა.

ავტორი:
თარიღი: 2018/09/25