„პარარა“ – სტარტაპი, რომელიც ბავშვებს განვითარებაში, მშობლებს კი შვილებთან დაახლოებაში ეხმარება
სტარტაპი  პარარა“ უკვე ერთი წელია, რაც ქართულ ბაზარზეა და ამ ხნის განმავლობაში მომხმარებლების ყურადღების მიქცევა უკვე შეძლო. „პარარას“ სპეციალურად შერჩეული თემატიკით შექმნილი გრაფიკა, ბავშვის სწავლის პროცესს და მის შემოქმედებით განვითარებას  ეხმარება. ქართველი მხატვრების მიერ შექმნილი პროდუქტი თვიგამოხატვის უნარების განვითარებას უწყობს ხელს. შემოქმედებითი გასაფერადებლები შექმნილია ბავშვებისთვის - არა მხოლოდ გასართობად, არამედ მათი გონებრივი და კრეატიული უნარების გასავითარებლადაც. სპეციალურად შერჩეული სხვადასხვა თემა, მოზარდებს ეხმარება სამყაროს სწორად აღქმასა და ფერების, ფორმებისა და ფიგურების მარტივად ათვისებაში

ბიზნესპოსტი“ დაინტერესდა საიდან გაჩნდა სტარტაპის დაარსები იდეა, რა გახდა მისი წარმატების საწინდარი და რა სიახლეებს შესთავაზებს ის სამომავლოდ მომხმარებლებს. ამ თემების ირგვლივ „პარარას“ თანადამფუძნებელ ნინო ჯიბლაძეს ვესაუბრეთ:

იდეა ოჯახური შეხვედრის დროს მე და ჩემს ახლობლებს მოგვივიდა, მერე გადავწტვიტეთ ის ბიზნეს იდეად გვექცია და პირველი სატესტო პროდუქტიც შეიქმნა. იდეის ავტორები მეგობრები შალვა ჯაფარიძე და გია გორდეზიანი არიან. შალვა ჯაფარიძე არქიტექტორი გახლავთ, გია გორდეზიანი კი მხატვარი და კომპოზიტორი. სახელი „პარარაც“ მისი ცნობილი საბავშვო სიმღერის სახელწოდებაა, რაც სილაღესთან და გართობასთან ასოცირდება.

იმდენად მოგვეწონა შედეგი, რომ  გადავწყვიტეთ სხვა მშობლებისთვისაც შეგვეთავაზებინა.  ასევე ,რაც უფრო მეტად შევისწავლეთ თემა და ჩავერთეთ მზადების პროცესში , მით უფრო მეტი დადებითი ეფექტი აღმოვაჩინეთ და საბოლოოდ „პარარაც“ შეიქმნა“

როგორ შეიძლება თქვენი თქვენი პროდუქციის შეძენა?

–თბილისის მასშტაბით ჩვენი პროდუქციის რეალიზაცია სხვადასხვა მაღაზიის საშუალებით ხდება, ცალკე მაღაზია „პარარას“ არ აქვს. რამდენიმე სათამაშოების და წიგნების მაღაზიაში  გვაქვს განთავსებული ჩვენი პროდუქცია. აგრეთვე წარმოდგენილი ვართ თითქმის ყოველ შაბათ-კვირას რუსთაველის გამზირზე გამართულ „თბილისურ ბაზარზე“ და თითოეულ მსურველს შეუძლია მოვიდეს და  შეიძინოს ჩვენი გასაფერადებლების ნაკრები.  ვახორციელებთ ონლაინრეალიზაციასაც.

თქვენც დედა ხართ, იყო თუ არა ბიზნესი გამოწვევა და რაში დაგეხმარათ ის?

–საინტერესო სწორედ ეს არის. გასაფერადებლის განსხვავებული ფორმატი სპეციალურად შემუშავდა, რათა რამდენიმე ადამიანმა ერთად შეძლოს გაფერადება, რაც შესაძლებელს გახდის მშობლებისთვის შვილებთან ერთად გაიზიარონ უფრო მეტი მომენტი, რადგნან მშობელთან ერთად გატარებული დრო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვისთვის და მათი ჩამოყალიბებისთვის.  მშობლები ცდილობენ მაქსიმალურად ,,ხარისხიანად“ დაგეგმონ ისეთი აქტივობები,რომელშიც თვითონაც იქნებიან ჩართული.

იქიდან გამომდინარე, რომ მეც მყავს ორი ბავშვი, ჩემთვისაც ზუსტად იგივე პრობლემა დგას დღის წესრიგში – როგორ შეიძლება გავართო ჩემი შვილები ისე, რომ მეც მივიღო მონაწილეობა? „პარარა“ დამეხმარა მეც და იმედი მაქვს, ბევრ სხვა მშობელს, რომელიც იდენტური პრობლემის წინაშე დგას.

რა ეტაპზეა დაარსებიდან ერთი წლის თავზე „პაპარა“. კმაყოფილი ხართ იმ შედეგით, რასაც ამ ხნის განმავლობაში მიაღწიეთ?

–შეიძლება ითქვას რომ კი, რადგან სტარტაპი რომელიც დავიწყეთ მცირე ბიუჯეტით,  საკმაოდ გაფარდოვდა ამ ერთი წლის განმავლობაში. გარდა იმისა, რომ გვაქვს ათამდე განსხვავებული თემატიკის გასაფერადებელი და მუდმივად ვამატებთ ახალ პროდუქტებს  ასევე,  განვახორციელეთ  2 კოლაბორაციული პროექტი „სანტესთან“ და„სოკარ პეტროლიუმ ჯორჯიასთან“ ერთად, რაც ძალიან დაგვეხმარა ჩვენი ბიზნესის განვითარებაში.

რა სიახლეებს უნდა ელოდნენ უახლოეს მომავალსი თქვენი მომხმარებლები?

–ამ ეტაპზე სულ 9 პროდუქტი გვაქვს, ძალიან მალე კიდევ რამდენიმე ახალ პროდუქტს ჩავუშვებთ გაყიდვაში.  ასევე, ვგეგმავთ ყოველ თვიურად ახალი პროდუქტის დამატებას. ჩვენი მიზანია რომ შევქმნათ  ძალიან ბევრი საინტერესო შემეცნებითი თემატიკის გასაფერადებლები, რომელიც ბავშვის  განვითარებას  შეუწყობს ხელს და  გავზარდით შემოქმედებით და მოაზროვნე თაობას.

მუდმივად ვიღებთ მონაწილეობას თითქმის ყველა სტარტაპ-მარკეტში და სტარტაპ პროგრამებში. რაც ცხადია, გვეხმარება მუდმივ ზრდაში და ბრედნის პოპულარიზაციაში. გვქაქვს ბევრი იდეაა , რომელიც ჯერ არ განხორციელებულა. მაგალითად ვაპირებთ მარკეტინგული კამპანიის  დაგეგმვას  „ერთად გავაფერადოთ“.  შეიქმნება პარარას გასაფერადებელი კედელი საბავშო გასართობ ცენტრებში, სადაც დიდს თუ პატარას , ყველას ექნება შესაძლებლობა გააფერადოს ჩვენი „პარარა“.

როგორ ფიქრობთ, რა გამოგარჩევთ სხვებისგან, რა გახდა თქვენი წარმატების საწინდარი?

–ვფიქრობ, რომ სწორი კომუნიკაცია მომხმარებლებთან ძალიან მნიშვნელოვანია და ამავდროულად პროდუქტის მუდმივი განვითარება.  ჩვენი კომპანია ერთი წელია, რაც ბაზარზეა, ამ პერიოდის განმავლობაში, მოვახერხეთ  სწორი პოზიცინორება ლოკალურ ბაზრზე და შევქმენით ბრენდი , რომელიც საკმაოდ ცნობადი გახდა.  

რას ურჩევდით სტარტაპერებს?

–სტარტაპერებს ვურჩევდი , რომ მაქსიმალურად მოემზადონ თავდაუზოგავი შრომისთვის, მაგრამ ამავდროულად ძალიან სასიამოვნო პროცესებისთვის. ჰქონდეთ მიზნისკენ სწრაფვა და არ მოდუნდნენ.

 

 

 

 

 

 

 




 

 

 

თარიღი: 2018/12/07