მედია რეკლამის როლი ბიზნესში
კარგი რეკლამა მომხმარებლებისთვის სწორად მიწოდებული შეტყობინებაა, რომელიც ბიზნესს მომხმარბლების მოპოვებასა და გაყიდვების "დაბუსთვაში" ეხმარება.

მესიჯი მომხმარებლებს შეიძლება გაზეთის, ჟურნალის, კატალოგების, რადიოს, ტელევიზიით, ფილმის, ბილბორდის ან პლაკატის საშუალებით მიეწოდოს. სარეკლამო კამპანიას სპეციფიკური, კარგად გათვილი მიზნები სჭირდება.

გრძელვადიანი მიზანი მოიცავს პროდუქტის, სერვისის ან ბრენდის პოზიციონირების შესახებ ცნობადობის გაზრდას. არსებობს მოკლევადიანი რეკლამაც, რომელიც ფლაერების დარიგებასა და ონლაინ მარკეტინს გულისხმობს. თუმცა ყველაზე ეფექტური მაინც ტელევიზიაა, რადგან მასობრივი საინფორმაციო წყაროა.

ადამიანების უმრავლესობა სიახლის შესახებ ინფორმაციას ტელევიზიიდან გებულობს. ამიტომ კომპანიებმა უნდა გაითვალისწინონ მომხმარებლების საჭიროება და სწორი მესიჯი ტელევიზიით გაუგზავნონ.

თარიღი: 2019/06/10