როდესაც ძილი არ გვყოფნის - მარტივი, მაგრამ მოქმედი მეთოდები შრომისუნარიანობის ასამაღლებლად
ზოგიერთი ადამიანი ძალიან გვიან იძინებს, დრო მალე გადის და თითქოს წამებში თენდება. ძალიან ცოტა ადამიანს შეუძლია 2-საათიანი ძილის შემდეგ ენერგია აღიდგინოს.

იმისთვის, რომ ენერგია შეინარჩუნოთ რამდენიმე რეკომენდაცია გაითვალისწინოთ:


რეჟიმზე დაკვირვება

თქვენ იმისთვის, რომ დილით დასვენებულმა გაღვიძოთ, აუცილებელია შუაღამით დაიძინოთ და დილით 7:00 საათზე გაიღვიძოთ. უნდა იცოდეთ, რომ სულ ცოტა 6 საათი მაინც გეძინოთ.

მარტივი, მაგრამ ეფექტური მეთოდი

დილით გასაღვიძებლად მაღვიძარას მელოდიას დიდი მნიშვნელობა აქვს. არ უნდა იყოს ნელი და მელანქოლიური. გაღვიძების შემდეგ ერთი ჭიქა წყალი დალიეთ. შეგიძლიათ ჭიქით წყალი დაძინებამდე ლოგინის გვერდით დადოთ. ყველამ იცის, რომ წყალს ტონუსში მოჰყავს ადამიანი და მონელებას უწყობს ხელს. აუცილებელია ასევე ფანჯრის გამოღება. სუფთა ჰაერი გაღვიძებას ხელს უწყობს.

მასაჟი

მასაჟს ადამიანი ენერგიაზე მოჰყავს. გაღვიძებისთანავე ლოგინში გაიჭიმეთ. გაჭიმეთ სხეული, ხელები და თითები.

ფსიქოლოგიური დამოკიდებულება


მნიშვნელოვანია, როცა დაწვებით სასიამოვნო მომენტებზე იფიქროთ. მაგალითად, საღამოს საუზმისთვის თქვენი საყვარელი ნამცხვარი იყიდეთ და იფიქრეთ, თუ რა სასიამოვნო დილა გექნებათ.

დროის კალკულაცია

დრო ყველაფერზე უნდა გქონდეთ გათვლილი. მინიმუმ 6 საათიანი ძილის შემდეგ, საუზმისთვის, მომზადებისთვის დრო განაწილებული უნდა ჰქონდეთ, შემდეგ კი სამსახურში წახვალთ ან სახლში პროექტზე იმუშავებთ. უმჯობესია საღამოს დროზე დაიძინოთ და დილით ადრე გაიღვიძოთ, რათა ყველაფერი, რაც დაგეგმილი გაქვთ მოასწროთ.

მოტივაცია

მოტივაცია საკუთარ თავს თვითონ უნდა აუმაღლოთ. მაგალითად, ყოველწლიურად რამდენ საათს კარგავთ ძილში. თუ 8 საათის ნაცვლად 7 საათს დაიძინებთ, წელიწადში 365 საათს დაზოგავთ. ამ დროის განმავლობაში ბევრი საინტერესო რამის გაკეთება შეგიძლიათ. დაუთმეთ დრო ენის შესწავლას, ან ვარჯიშს. იმის შეგრძნება, რომ რამე სასარგებლოს აკეთებთ, კარგ ხასიათზე დაგაყენებთ.

 

თარიღი: 2018/08/16