ქობულია: ლარი ლირის გამო მერყეობს
ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია ამბობს, რომ ლარი თურქული ლირის გამო მერყეობს:

"პარტნიორი ქვეყნის ვალუტის გაუფასურებას ჩვენს ვალუტაზეც აქვს ზემოქმედება. ლარის მერყეობა გვაძლევს საშუალებას, შევქმნათ უსაფრთხოების ბალიში ეკონომიკისთვის და ეს აბალანსებს იმ უარყოფით გავლენებს, რომლებიც შესაძლოა გამოეწვია ლირის დაცემას. თუ ლირა გაუფასურდა და ლარი არის მყარი, დავიწყებთ თურქული საქონლის ყიდვას ძალიან დიდი რაოდენობით, რაც არ გვაწყობს და ჩვენი საქონლის წარმოებას ვეღარ შევძლებთ, რადგან გაძვირდება".

დღეს 1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5773 ლარია.

ავტორი:
თარიღი: 2018/08/17