ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 2 მლნ ლარზე მეტი პრემია გასცა
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსური აუდიტის ანგარიშის თანახმად, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 2017 წელს 2 189 797 ლარის პრემია გასცა, რაც პრემიებისთვის განკუთვნილ ბიუჯეტს 569 797 ლარით აჭარბებს.

სტაჟის მიხედვით დანამატი - 1 165 335 ლარი და ხელფასზე დანამატი - 3 253 349 ლარი ბიუჯეტით დამტკიცებული არ არის. დანამატები დასაბუთების გარეშეა გაცემული.

საშტატო ნუსხით დამტკიცებულია 660 ადამიანი, ფაქტობრივად დასაქმებულია - 542.

დასაქმებულთა თანამდებობრივი სარგო 7 490 020 ლარია.

ავტორი:
თარიღი: 2018/08/17