გრანტების პროგრამის ფინალისტები ცნობილია
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფინალისტები დამოუკიდებელმა საერთაშორისო ექსპერტებმა გამოავლინეს. მეორე ეტაპზე 132 აპლიკანტიდან 43 შეირჩა.

დასკვნითი ეტაპი 25 მაისს გაიმართება და საბოლოო გამარჯვებულებიც გამოვლინდებიან - სტარტაპები, რომელთაც ექნებათ შესაძლებლობა გახადონ თავიანთი კომპანია უფრო წარმატებული და შეძლონ პროდუქტის საერთაშორისო ბაზარზე გატანა.

თარიღი: 2018/05/09