ქართული ვირის ყველი - წარუმატებლობა ქართულ ბაზარზე და ამერიკული ბაზრის მოლოდინში
საქართველოში წარმოებული ვირის ყველი შესაძლოა აშშ-ში გაიყიდოს - ამის შესახებ bm.ge-ს ვირების ფერმის "სახე-დარი" ხელმძღვანელი ესაუბრა.

თემურ ლომიძის თქმით, აშშ-ში 1 კგ-ის ფასი 1 000-1 200 დოლარია და ამერიკელ პარტნიორებთან მოლაპარაკების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ის თვეში 5-6 კგ-ს გატანას შეძლებს. 

ადგილობრივ ბაზარზე ვირის ყველის ბიზნესი წარუმატებელი აღმოჩნდა - რეალიზაცია ვერ მოხერხდა.

განსხვავებული სურათია ვირის რძის შემთხვევაში. ბოლო 1 წელიწადში 550 ლიტრი გაიყიდა, 1 ლიტრი 60 ლარად. 

ბაზარზე უკვე გამოჩნდა ვირის რძით დამაზადებული კოსმეტიკური საპნები.

ავტორი:
თარიღი: 2018/08/18