უმუშევრობის დონე შემცირდა
საქსტატის მონაცემებით, 2018 წლის II კვარტალში უმუშევრობის დონე წინა კვარტალთან შედარებით 1.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 12.1 % შეადგინა, რაც მეტწილად სეზონურმა ფაქტორებმა განაპირობა.

ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი) 64 % შეადგინა.

გაიზარდა როგორც მოსახლეობის აქტიურობის დონე, ისე დასაქმების დონე - 0.2 და 1.4 პროცენტული პუნქტით.

ქალაქის ტიპის დასახლებებში დასაქმების დონე გაიზარდა 2.5 პროცენტული პუნქტით, სოფლის ტიპის დასახლებებში - შემცირდა 0.2 პროცენტული პუნქტით.

ქალაქის ტიპის დასახლებებში მოსახლეობის აქტიურობის დონე გაიზარდა 0.4 პროცენტული პუნქტით, სოფლის ტიპის დასახლებებში - 0.1 პროცენტული პუნქტით.

ავტორი:
თარიღი: 2018/08/20