სასტუმროების სტანდარტული ნომრების ფასები
PMCG-ის კვლევის თანახმად, ივლისში სასტუმროების სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრების ფასები ყველაზე მეტად აჭარაში - 10.1 %-ით და სამცხე-ჯავახეთში - 5.9 %-ით გაიზარდა. ფასები მხოლოდ თბილისში შემცირდა - 1.2 %-ით.

3-ვარსკვლავიანი სასტუმროს საშუალო ფასმა 148 ლარი შეადგინა, 4-ვარსკვლავიანის - 254 ლარი, 5-ვარსკვლავიანის - 455 ლარი, საოჯახო ტიპის - 72 ლარი. 

3-ვარსკვლავიან სასტუმროთა შორის ყველაზე მაღალი საშუალო ფასები სამეგრელო-ზემო სვანეთში - 180 ლარი და აჭარაში - 156 ლარი დაფიქსირდა, ფასმა ბოლო 10 თვის მაქსიმუმს მიაღწია. დაბალი ფასებით გამოირჩეოდა ქვემო ქართლი - 89 ლარი და იმერეთი - 110 ლარი.

4-ვარსკვლავიან სასტუმროთა შორის ყველაზე მაღალი საშუალო ფასები სამცხე-ჯავახეთში - 297 ლარი და კახეთში - 289 ლარი დაფიქსირდა, ფასმა ბოლო 10 თვის მაქსიმუმს მიაღწია. დაბალი ფასებით გამოირჩეოდა სამეგრელო-ზემო სვანეთი - 155 ლარი და იმერეთი - 219 ლარი.

5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა 455 ლარი შეადგინა. თბილისში სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 518 ლარი შეადგინა, სამცხე-ჯავახეთში - 443 ლარი, აჭარაში - 432 ლარი, კახეთში - 408 ლარი. ფასმა აჭარაში და სამცხე-ჯავახეთში ბოლო 10 თვის მაქსიმუმს მიაღწია. თბილისში ბოლო 10 თვის განმავლობაში ყველაზე მაღალი საშუალო ფასი ოქტომბერში დაფიქსირდა, კახეთში - ივნისში.

ავტორი:
თარიღი: 2018/08/20