ტროტუარებზე ვაჭრობა იკრძალება
თბილისში ტროტუარებზე, საფეხმავლო თუ სატრანსპორტო გადაადგილებისთვის გამოყოფილ ტერიტორიებზე ნებისმიერი სახის ვაჭრობა იკრძალება.

"ყველა გავაფრთხილეთ, მოეწესრიგებინათ ტერიტორია და წითელ ხაზებს გარეთ არ გამოსულიყვნენ. 30-ზე მეტი ქუჩა მოვაწესრიგეთ. ვაწარმოებთ ყოველდღიურ მონიტორინგს. ჯერ არავინ დაჯარიმებულა, რადგან მითითებებს ყველა დაემორჩილა", - ამბობს ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი ბაგრატიონი.

ავტორი:
თარიღი: 2018/08/22