სად მოგზაურობენ თბილისელები
"ეისითის" კვლევის შედეგებით, ყოველ მე-3 თბილისელს (33 %) ერთხელ მაინც უმოგზაურია საზღვარგარეთ - 27 %ს - პირადი მიზნით, 11 %-ს - სამსახურებრივი.

ყველაზე პოპულარული ქვეყნებია: თურქეთი (47 %), რუსეთი (36 %), გერმანია (34 %), აზერბაიჯანი (23 %) და საფრანგეთი (21 %).

თურქეთში მოგზაურობა განსაკუთრებით პუპულარულია 24 წლამდელებში, რუსეთში უმოგზაურია უფროსი ასაკის (55+) თბილისელებს, საშუალო ასაკისები (25-34) გერმანიას ირჩევენ.

გაიზარდა ევროკავშირის ქვეყნების მიმართ ინტერესი - უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ.

უმრავლესობა საჭირო თანხას მთელი წლის განმავლობაში აგროვებს. უმეტესობა, ვინც სამოგზაუროდ ვერ მიდის, მიზეზად უფულობას ასახელებს.

ქალები ძირითადად ოჯახის წევრებთან ერთად მოგზაურობენ, კაცები - მეგობრებთან ერთად.

კაცები მეტ თანხას ხარჯავენ.

კვლევა ჩატარდა შემთხვევითი შერჩევის გზით, 400 ზრდასრულს შორის, 2018 წლის 2-3 ივნისის პერიოდში. ცდომილება 3.0 %-6.5 %-ია. მეთოდი - პირისპირ ინტერვიუ.

ავტორი:
თარიღი: 2018/08/23