რა ეღირება ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები პენსიონერებისა და შშმ პირებისთვის
ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის 2018 წლის ბიუჯეტი 10 მილიონი ლარია.

ბენეფიციარები: პირი, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მასზე მინიჭებული სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს, პენსიონერი (ქალი 60 წლიდან, კაცი 65 წლიდან), შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი.

ფასდაკლებით შემდეგი სახის მედიკამენტებს შეიძენენ: გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო, ფილტვის ქრონიკულ დაავადებათა სამკურნალო, მეორე ტიპის დიაბეტის სამკურნალო, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა სამკურნალო.

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი მედიკამენტების თითოეული გატანისას გატანილი მედიკამენტების ღირებულების 10 %-ს გადაიხდის. გადახდილი თანხა არანაკლებ 5 თეთრი და არაუმეტეს 1 ლარი უნდა იყოს. 

პენსიონერის, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვის, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირის  მიერ გადახდილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს მედიკამენტის საბაზრო ღირებულების 50 %-ს.

ავტორი:
თარიღი: 2018/08/23