Sony Music-მა აღიარა, რომ ჯექსონის ბოლო ალბომში სხვა მღერის
Sony Music-მა სასამართლოზე აღიარა, რომ მაიკლ ჯექსონის ბოლო ალბომში სხვა მღერის.

"Michael"-ი მომღერლის გარდაცვალების შემდეგ, 2010 წელს გამოვიდა. მაშინ თქვეს, რომ ჯექსონმა Monster-ი, Keep Your Head Up-ი და Breaking News-ი პროდიუსერ ედი კასკიოს სტუდიაში ჩაწერა.

ფანებს და ჯექსონის ოჯახს ეჭვი გაუჩნდათ. The Jackson Estate-მა, რომელიც მომღერლის შემოქმედების მემკვიდრეობას ინახავს, გამოძიება დაიწყო.

8-წლიანი სასამართლოს შემდეგ დადგინდა, რომ 3 სიმღერას სხვა მღერის. 

პოპის ლეგენდა 50 წლისა, 2009 წელს გარდაიცვალა.

ავტორი:
თარიღი: 2018/08/24